LIVE
ვიდეო
26 ივლ, 2021 16:50
მთავრობა მექანიზაციის პროგრამას იწყებს
1309

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამას იწყებს. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება სექტემბრიდან დაიწყება. 

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ფერმერებს, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის შესაძენად ფინანსები არ ჰყოფნით, მთავრობა მნიშვნელოვან შეღავათს გაუწევს. 

"ჩვენ გვექნება საგრანტო თანადაფინანსება, შესაბამისად, ტექნიკის ღირებულების ნაწილი სახელმწიფოს მხრიდან გრანტის სახით დაფინანსდება, დანარჩენი შეიძლება იყოს შეღავათიანი საკრედიტო ან სალიზინგო რესურსით დაფინანსებული. მოსახლეობას, რომელსაც ფინანსური რესურსები დღეს არ ჰყოფნიდა სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის შესაძენად, ამ პროგრამით მნიშვნელოვან შეღავათს მივცემთ. ჩვენ გვექნება მცირე დაფინანსების საშუალება 20 000 ლარამდე ტექნიკის, ასევე საშუალო ფასის მექანიზაციის 20 000-დან 100 000 ლარამდე ტექნიკისა და ასევე მსხვილი, 100 000-ზე მეტი ღირებულების ტექნიკის შემთხვევაში“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კერძო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროგრამა მნიშვნელოვანია, თუმცა სოფლის მეურნეობის განვითარება მუდმივად სუბსიდირებებით არ უნდა ხდებოდეს.

მექანიზაციის პროგრამა სოფლის მეურნეობის განვითარების 10-წლიანი გეგმით გათვალისწინებული ერთ-ერთი მიმართულებაა. 

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ