LIVE
ვიდეო
26 ივლ, 2021 18:40
ვაქცინაციის პუნქტები მოლებში - ბიზნესის ინიციატივა
1836

საცალო ვაჭრობის სექტორი ვაქცინაციის ტემპით უკმაყოფილოა და მთავრობას აცრის პუნქტების სავაჭრო ცენტრებში გახსნას სთავაზობს. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში "თბილისი ცენტრალის" გენერალურმა დირექტორმა, ლევან ყარალაშვილმა განაცხადა, ბიზნესისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვაქცინაციის დაჩქარდება, რათა თავიდან იქნას აცილებული მორიგი ლოქდაუნი.

„მარტო ექვს ყველაზე მსხვილ სავაჭრო ცენტრს ყოველდღიურად დაახლოებით 100 ათასი ვიზიტორი სტუმრობს. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ სავაჭრო ცენტრებში ვაქცინაციის პუნქტების გახსნა ვაქცინაციას მნიშვნელოვნად დააჩქარებს. გვქონდა უკვე კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან და მზად ვართ თანამშრომლობისათვის. ამ პრაქტიკას კარგად იყენებენ ევროპაში, ამერიკაში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში. როგორც ვიცით, ვაქცინა საკმარისი რაოდენობითაა და გასაზრდელია მასზე წვდომა“,- აცხადებს ყარალაშვილი.

მისი თქმით, საცალო  ვაჭრობის სექტორი მოლოდინის რეჟიმშია და მზადაა, ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებისა და გაიდლაინებს შესაბამისად  იმოქმედოს. ყარალაშვილის განმარტებით, თუ მათი შეთავაზება მთავრობისათვის მისაღები აღმოჩნდება, სექტორს მოსამზადებლად დაახლოებით 2 დან 4 კვირამდე დასჭირდება.  

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ