LIVE
ვიდეო
11 ივნ, 2021 19:32
რუსეთი საქართველოში მომავალ ტურისტებს სახმელეთო საზღვრებს არ უხსნის
1060

რუსეთი საქართველოში მომავალ ტურისტებს სახმელეთო საზღვრებს არ უხსნის, პირდაპირი ავიამიმოსვლის არარსებობის გამო კი, რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში საჰაერო გზით ჩამოსვლაც უჭირთ. ამ ფონზე, სექტორის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ შეზღუდვა ქვეყნიდან, რომელზეც ბაზრის ფაქტობრივად მეხუთედი მოდიოდა,  ტურიზმის აღდგენის დინამიკაზე მნიშნველოვან ნეგატიურ გავლენას იქონიებს.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეებს, სახმელეთო საზღვრის გავლით, საქართველოში მოგზაურობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლით, თუ ისინი ქვეყანაში სამკურნალო ან დიპლომატიური მიზნით მოდიან, ანდა ჰყავთ ისეთი ოჯახის წევრი, როგორიც მშობელი ან მეუღლეა. სხვა შემთხვევაში, რუსეთის მოქალაქეებს სახმელეთო საზღვრის კვეთის უფლებას რუსული მხარე არ აძლევს. არადა, მოქალაქეებს ამის შესახებ სათანადო ინფორმაციაც არ აქვთ და ხშირად უკვე საზღვარზე მოსულებს უკან გაბრუნება უწევთ.

„ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. მეორე, რასაც მე ვფიქრობ, არის ის, რომ რუსეთს აქვს თავისი კურორტები და არ უნდა, რომ ფული გავიდეს ქვეყნიდან და ესეც გასაგებია. რატომ უნდა გადმოუშვან აქეთ ტურისტები, როცა ეს ტურისტი იძულებით დაისვენებს რუსეთის ტერიტორიაზე და იქ დატოვებს იმ ფულს, რაც უნდა ჩამოეტანა საქართველოში“, - ამბობს „ჩექ ინ თრეველის“ დირექტორი ია გედევანიშვილი.

შეგახსენებთ, საქართველომ სახმელეთო საზღვრები პირველი ივნისიდან გახსნა. მათ შორის, სხვა ქვეყნებთან ერთად, რუსეთიდან მომავალი მოგზაურებისთვისაც, თუმცა სექტორის წარმომადგენლები, ჯერჯერობით, მაღალი აქტივობის შესახებ არ საუბრობენ.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ