LIVE
ვიდეო
10 ივნ, 2021 17:40
სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგება შემცირდა
873

2021 წლის პირველ კვარტალში სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგება 3.1 მილიონი ლარით შემცირდა და 13.5 მილიონი ლარი შეადგინა. 

3 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 233,2 მილიონი ლარი, რაც 22.1 მილიონი ლარით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 

პირველი კვარტლის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 17% სამედიცინო დაზღვევით სარგებლობს, ხოლო რეგისტრირებული ავტომობილების 6% დაზღვეულია

სექტორის წარმომადგენლები მოგების კლებას პანდემიის გარდა, გაძვირებულ სამედიცინო მომსახურებას უკავშირებენ და აღნიშნავენ, რომ ჯანმრთელობის დაზღვევაზე ფასები 10-15%-ის ფარგლებში გაზარდეს. 

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ