BLC Law Office-ის პარტნიორისა და იურისტის, ქეთი ქვარცხავას განცხადებით, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დაქირავებით კომპანიებს ხარჯები გაეზარდათ, შედეგი კი არ ჩანს. იურისტი მიიჩნევს, რომ სპეციალისტის დაქირავება ყველა კომპანიისთვის სავალდებულო არ უნდა იყოს და რეგულაცია მხოლოდ კრიტიკულად მნიშვნელოვან დარგებზე უნდა ვრცელდებოდეს.
რაც შეეხება საკითხს, თუ რა შედეგი მოიტანა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დამატებამ, ქეთი ქვარცხავას გაცხადებით, ახლა ფანქრები სხვა მიმართულებით ულაგიათ.
"წვერით ზემოთ ამოშვერილი ფანქარი საფრთხეს იწვევს, რომ იურისტმა თვალი არ დაიზიანოს. შესაძლებელია, არსებობდეს წესები, რომლებიც კომპანიებმა უნდა დაიცვან და ამ დროს ისინი მოიწვევენ სპეციალისტებს, დაადგენენ თუ რა არის საფრთხის შემცველი, მაგრამ ყოველთვიური მონიტორინგი 500 ლარად საკმაოდ ძვირია",- აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" ქეთი ქვარცხავა.
შრომის კოდექსის მიხედვით, 2019 წლიდან კომპანიები ვალდებულები არიან, ობიექტზე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი აიყვანონ.