LIVE
ვიდეო
11 მაი, 2021 17:40
საწვავის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა
1552

საწვავის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა. სუპერის ტიპის ბენზინი რიგ ბრენდირებულ სადგურებზე უკვე 3 ლარი ღირს. ევრო-რეგულარის ფასი კი 2,85 ლარის ფარგლებშია. არსებული ტენდენციის გათვალისწინებით, იმპორტიორები ფასის კლებას არ ელიან.

საწვავის გაძვირების მიზეზებს შორის საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის ზრდა სახელდება, რის გამოც ერთი ტონა საწვავის ფასი უკვე 660 დოლარის ფარგლებშია. ამას ემატება ლარის გაუფასურება, რაც ქვეყანაში იმპორტირებულ ნავთობპროდუქტებს კიდევ უფრო აძვირებს.

„ფასები, რომელიც დღეს საცალო ქსელში ფიქსირდება, ყველაზე მაღალია. მსოფლიო სანავთობო ინდუსტრიამ, პანდემიიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა. შესაბამისად, ახლა, OPEC+-ის ინტერესი არის სწორედ ის, რომ ნავთობზე იყოს მაღალი ფასი, რაც გარკვეულწილად, ზარალს დაუბალანსებს. ამიტომ, სანავთობო ინდუსტრიის და ნავთობმწარმოებლების პოლიტიკა მიმართულია იქით, რომ ფასები არ შემცირდეს. ამ ეტაპზე, იმის არანაირი წინაპირობა არ არის, რომ ნავთობის ფასზე მყისიერი ვარდნა მოხდეს“,- განაცხადა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვანო მთვრალშვილმა.

საწვავის გაძვირების ფონზე, საკუთარ სერვისსა თუ პროდუქციას უკვე აძვირებენ ის კომპანიები, რომელთათვისაც საწვავი საქმიანობის მნიშვნელოვანი კომპონენტია. მათ შორის არიან დისტრიბუტორები, გადამზიდავი კომპანიები. უკვე ცნობილია, რომ მომსახურების ტარიფის 10-20%-ით ზრდას გეგმავენ საფოსტო-საკურიერო კომპანიებიც.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ