LIVE
ვიდეო
11 მაი, 2021 16:40
520-ე დადგენილება - მინისტრის ბრალდება და კლინიკების პასუხი
538

სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი ჯანდაცვის მინისტრის განცხადებებს და ბრალდებებს 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოს უწოდებს.

საუბარია ეკატერინე ტიკარაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც კარდიოქირურგიის მიმართულებით გათანაბრებულმა ტარიფებმა დადებითი შედეგი მოიტანა, თუმცა ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც კლინიკები პაციენტებს დამატებით თანხებს ახდევინებენ.

როგორც კლინიკების ნაწილში აცხადებენ, 520-ე დადგენილება თავიდანვე შეიცავდა რისკს, რომ პაციენტების მხრიდან თანაგადახდის წილი გაიზრდებოდა. შესაბამისად, მათთვის გაუგებარია, რა ტიპის დარღვევებზე საუბრობს მინისტრი.

„დადგენილებით განსაზღვრულ მომსახურებებზე ჯიბიდან გადახდები შეზღუდულია, შესაბამისად, დაწესებულ სტანდარტს ზემოთ არანაირი გადახდა არ ხდება. ასევე, უკვე წლებია სამედიცინო სექტორში მოქმედებს ჰონორარის სისტემა, რომლის ფარგლებშიც პაციენტს საშუალება აქვს მაგალითად, თავად აირჩიოს ექიმი, პალატა და ამ მომსახურებაში დამატებით თანხა გადაიხადოს. თუმცა ეს ნებაყოფლობითია და გაუგებარია, რა ტიპის ხარვეზებზე აკეთებს აქცენტს მინისტრი“,- განაცხადა ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, მაია მახარაშვილმა „ბიზნეს ფორმულასთან“.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკების მიერ პაციენტების მხრიდან არამიზნობრივი თანხების აღების ფაქტებზე პარლამენტში გამოსვლისასაც ისაუბრა. მოგვიანებით ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტები გამოსაკვლევად შესაბამის სამსახურებშია გადაგზავნილი.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ