Reuters-ის ცნობით, Tesla-მ შანხაიში მიწის ყიდვის გეგმა ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო დაძაბულობის გამო შეაჩერა.
ჩინეთიდან იმპორტირებულ ელექტრომობილებზე აშშ-ს 25%-იანი საბაჟო ტარიფი, რომელიც აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დროს დაწესდა ნიშნავს, რომ Tesla-ს თავისი გლობალური წარმოების პროპორციის შემცირება მოუწევს, რომელიც აქამდე ჩინეთში წარმოებაზე იყო გათვლილი. ავტომობილების მწარმოებელი შანხაიში Model 3-ის წარმოებასა და სხვა ბაზრებზე ექსპორტირებას განიხილავდა, მათ შორის აშშ-ში.
დაძაბულობის ფონზე, გასულ თვეში Tesla-ს გაყიდვები ჩინეთში შემცირდა. PCA-ს მონაცემების მიხედვით, Tesla-მ აპრილში 25,845 ადგილობრივი წარმოების მანქანა გაყიდა, მარტში 35,478 ერთეულთან შედარებით.
მიუხედავად ამისა, Tesla-ს ჩინეთში წარმოებული ელექტრომობილების ექსპორტი ძლიერი იყო, რაც ევროპაში მზარდი მოთხოვნის გამამხნევებელი ნიშანია. PCA-ს ცნობით, შანხაიდან 14,174 ელექტრომობილის ექსპორტი განხორციელდა, რაც ნაწილობრივ ევროპული ბაზრის მოთხოვნით იყო გამოწვეული.
Tesla-ს აქციები აშშ-ს წინასაბაზრო ვაჭრობაში 3.7%-ით დაეცა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანგუს უიტლი