LIVE
ვიდეო
06 მაი, 2021 20:35
ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდა, ღირებულება კი შემცირდა - პირველი კვარტლის შედეგები
1181

2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 2%-ით გაიზარდა, თუმცა 5%-ით შემცირდა ექსპორტირებული ღვინის ღირებულება. მწარმოებლები ცვლილებას დაბალფასიან ღვინოზე მოთხოვნის ზრდასა და ექსპორტის იმ ქვეყნებში გააქტიურებას უკავშირებენ, სადაც ქართულო ღვინო შედარებით იაფად იყიდება. 

„ფასის შემცირება შეიძლება განპირობებული იყოს ორი მიზეზით. ერთი მხრივ, ლარის გაუფასურებით, რადგან ღვინის მარნებს გაუჩნდათ უფრო იაფი ღვინო დოლარში, რამაც ფასის შემცირება გამოიწვია. მეორე მხრივ კი, პანდემიის პირობებში, კონკურენცია უფრო მეტად გაიზარდა, რადგან ტრადიციული გაყიდვის არხები ისე აღარ ფუნქციონირებს. მათ შორის, ჰორეკა სექტორი. შესაბამისად, კომპანიების უმეტესობა გადავიდა სუპერმარკეტების ქსელებსა და ონლაინ გაყიდვებზე. ამ სეგმენტში კი დაბალი ფასის ღვინო უფრო ადგილად იყიდება“,- განაცხადა „თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებელმა, ზურაბ რამაზაშვილმა.

ჯამში, 2021 წლის პირველ კვარტალში, საქართველოდან მსოფლიოს 52 ქვეყანაში 19 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რომელთა ჯამური ღირებულება 44 მილიონ დოლარს აღწევს. სხვადასხვა მოცულობის ქართული ღვინო ექსპორტზე 205-მა კომპანიამ გაიტანა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ