ვიდეო
04 მაი, 2021 10:30
AstraZeneca ვაქცინის ავტორიზაციისთვის FDA-ს ისევ მიმართავს
142

AstraZeneca აშშ-ის მარეგულირებლისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ავტორიზაციის მისაღებად მუშაობას აგრძელებს. 

ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანია, რომელსაც გაცხადებული აქვს, რომ პანდემიის დროს კორონავირუსის ვაქცინისგან მოგების მიღებით დაინტერესებული არ არის, აცხადებს, რომ აშშ-ში ვაქცინის ავტორიზაციის მისაღებად განაცხადს 2021 წლის პირველ ნახევარში კიდევ ერთხელ გააკეთებს. კომპანიას ნათქვამი ჰქონდა, რომ FDA-ს აპრილის შუა რიცხვებში მიმართავდა, თუმცა AstraZeneca-ს განცხადებით, ამერიკელ მარეგულირებელს ახალი მონაცემების საფუძველზე, სავარაუდოდ, ივლისში მიმართავს. 

AstraZeneca და მისი პარტნიორი ოქსფორდის უნივერსიტეტი ამბობენ, რომ  მათი ვაქცინის 300 მილიონზე მეტი დოზა 165 ქვეყანაში შევიდა, თუმცა პრეპარატი ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ დრომდე ვერ მოხვდა.

ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად შექმნილი ვაქცინის გაყიდვებმა წლის პირველ კვარტალში $275 მილიონს მიაღწია. კომპანიის შემოსავალი კი $7.3 მილიარდია.

ამასობაში, Pfizer-ის პროგნოზით, 2021 წელს მისი ვაქცინის გაყიდვები $15 მილიარდს მიაღწევს, ხოლო Moderna ვარაუდობს, კორონავირუსის ვაქცინით $18 მილიარდს გამოიმუშავებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სუზი რინგი

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ