LIVE
ვიდეო
07 აპრ, 2021 20:30
ბიზნესასოციაციები ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავენ
1177

კერძო სექტორი რამდენიმე პუნქტიან გეგმას ამზადებს. ბიზნესასოციაციები პრემიერ-მინისტრს ეკონომიკისა და ბიზნესის გადარჩენის კონკრეტულ გეგმას წარუდგენენ და მზად არიან, მის განსახორციელებლად მთავრობასთან ითანამშრომლონ.

კერძო სექტორის მთავარი მოთხოვნაა, ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვები არ დაწესდეს და გაუქმდეს კომენდანტის საათი.

"ჩაკეტვა გამორიცხულია. მთავრობა აქეთ უნდა გვეხვეწებოდეს, მოგვიწოდებდეს, რომ გადავრჩეთ. მთავრობა და ბიუჯეტი გადასახადებზეა დამოკიდებული და იმისათვის, რომ ბიუჯეტი გადარჩეს, ბიზნესს უნდა გვთხოვდეს მთავრობა მოგვეხმარე, ბიუჯეტი შეგვავსებინეო",- აცხადებს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი კოტე გაბრიჩიძე.

მიმართვის საბოლოო ვერსია მუშავდება და ბიზნესი განცხადებას კვირის ბოლომდე გააკეთებს. სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრისადმი მიმართვას ხელს 15 ბიზნესასოციაცია მოაწერს.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ