LIVE
ვიდეო
07 აპრ, 2021 16:45
რა რისკებს შეიცავს ბიზნესისთვის აღსრულების ახალი კოდექსი?
692

აღსრულების ახალი კოდექსით, რომელიც მიმდინარე წელს ამოქმედდება, ბიზნესს ერთი წლის განმავლობაში შეეზღუდება უფლება, თავად შეარჩიოს აღმასრულებელი. კერძოდ, კანონით აღმასრულებლები ტერიტორიული ერთეულების მიხედვით შეირჩევა, რაც ბიზნესის მოსაზრებით, პროცესს გაართულებს.

ტერიტორიული პრინციპით საქმეების განაწილება განსაკუთრებით პრობლემატურია საფინანსო ინსტიტუტებისათვის, რომლებიც სააღსრულებო სერვისის ყველაზე აქტიური მომხმარებლები არიან. ბიზნესი მიიჩნევს, რომ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა აღმასრულებელთან საქმეების გაბნევა შეაფერხებს აღსრულების პროცესს, ამასთან პირდაპირ აისახება ამოღებული თანხების მოცულობაზე და სააღსრულებო დანახარჯებზე. კერძო სექტორის ნაწილი მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის მსგავსი ფორმით ამოქმედება აისახება, როგორც სერვისის ხელმისაწვდომობაზე, ასევე მის ფასზე.

ცნობისთვის, აღსრულების კანონპროექტზე მუშაობა დიდი ხანია დაწყებულია და საბოლოოდ, 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან უნდა ამოქმედდეს."საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" ინიციატივით, უახლოეს დღეებში იგეგმება კანონპროექტთან დაკავშირებით დამატებით კონსულტაციები საკანონმდებლო ორგანოსთან.

 

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ