LIVE
ვიდეო
04 ოქტ, 2022 16:29
მევენახეობა-მეღვინეობის დარგის საბიუჯეტო დაფინანსება იზრდება
898

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2023 წელს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განსავითარებლად დაფინანსება დაახლოებით 13 მილიონი ლარით იზრდება. ამ მიმართულებით მომავალი წლის ბიუჯეტიდან ჯამში 97 მილიონი ლარი დაიხარჯება. 

„იაგოს მარნის“ დამფუძნებელი, იაგო ბიტარიშვილი „ბიზნეს ფორმულასთან“ აცხადებს, რომ გამოყოფილი რესურსი ბაზრების დივერსიფიცირებას და ღვინის ხარისხის გაუმჯობესებას უნდა მოხმარდეს.

„უნდა გაიზარდოს ქართული ღვინის ექსპორტი და მეტად დივერსიფიცირებული გახდეს სხვადასხვა ქვეყნებისთვის. განსაკუთრებით დასავლეთის ბაზრებზე, სადაც საკმაოდ კარგი პროგრესი გვაქვს, მაგრამ კიდევ უფრო მეტის საშუალებაა. რაც უფრო მეტად გაიზრდება ღვინის გაყიდვა, ნაკლები წნეხი იქნება შემოდგომაზე რთველის სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფის“,- აცხადებს მეღვინე, იაგო ბიტარიშვილი.

2023 წელის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 689 მლნ ლარი იქნება.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ