LIVE

მერია თბილისში მყოფ უკრაინელებს თავშესაფრითა და საკვებით აღარ უზრუნველყოფს

01 აგვ 202211:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1072
მერია თბილისში მყოფ უკრაინელებს თავშესაფრითა და საკვებით აღარ უზრუნველყოფს

თბილისის მერიამ დედაქალაქში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა დაასრულა.

დედაქალაქის მერიის განცხადებით, პროგრამა წინასწარ დაანონსებული ერთი თვის ნაცვლად, ოთხ თვეზე მეტხანს გაგრძელდა და თბილისის ბიუჯეტიდან 14 მლნ ლარი დაიხარჯა.

„რაც შეეხება თბილისში მყოფი უკრაინელი დევნილებისთვის არსებულ უფასო მუნიციპალურ სერვისებს, კვლავ ძალაში რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა, მუნიციპალური საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების მომსახურება“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 ივლისიდან საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეთათვის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა, რომლის ფარგლებში, ოჯახზე თვეში 300 ლარი, ხოლო ოჯახის თითოეულ წევრზე - 45 ლარი გაიცემა.