LIVE

აქციები უფასურდება - აშშ-ის ფინანსური ბაზრის მიმოხილვა

01 ივლ 202214:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 880
აქციები უფასურდება - აშშ-ის ფინანსური ბაზრის მიმოხილვა

გლობალური ფინანსური სექტორისთვის 2022 წლის მე-2 ნახევარი ცუდად დაიწყო. აშშ-ში აქციების და ფიუჩერსების ფასი დავარდა. აშშ-ის მსგავსად, აქციებისა და კონტრაქტების ფასი თითქმის 1%-ით შემცირდა ევროპასა და აზიაში.

S&P 500-სა და Nasdaq 100-ზე კონტრაქტების ფასი დაახლოებით 0.4%-ით დაეცა. აშშ-ის სახაზინო 10-წლიანი ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი 3%-ს ჩამოსცდა, რაც ივნისის დასაწყისის შემდეგ, ყველაზე დაბალი ნიშნულია. ნავთობმა, სპილენძმა და თუთიამ წამგებიანი საქონლის სიაში გადაინაცვლა.

დოლარი და იენა გამყარდა, ხოლო საქონელზე მიბმული ვალუტა გაუფასურდა.

აშშ-ის სამომხმარებლო ხარჯებისა და ინფლაციის მაჩვენებელზე დაყრდნობით, ვარაუდობენ, რომ აშშ-ის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთის მკვეთრი ზრდა რეცესიას გამოიწვევს. ეს მცირე შესვენება იქნება აქციებისთვის, რამდენადაც უოლ სტრიტისთვის, 1970 წლის შემდეგ, მიმდინარე წლის პირველი ნახევარი ყველაზე ცუდი პერიოდი იყო. 

"შიშობენ, რომ ისევე, როგორც 70-იანი წლების ეპოქაში, მოთხოვნა და ინფლაცია იოლად არ დაუბრუნდება პირვანდელ მაჩვენებელს, და რომ ფედერალურ სარეზერვო სისტემასა და სხვა ცენტრალურ ბანკებს ფასების გასაკონტროლებლად საპროცენტო განაკვეთების ზრდის დაჩქარება მოუწევთ", - ამბობს ინვესტიციების და ბაზრის ანალიტიკოსი სუზანა სტრიტერი. 

Stoxx Europe 600 ინდექსი მოგებასა და ზარალს შორის მერყეობდა. ევროზონაში ინფლაციამ მოლოდინს გადააჭარბა და ახალ რეკორდს მიაღწია, რაც აძლიერებს მოწოდებებს საპროცენტო განაკვეთის აგრესიული ზრდის შესახებ. ივნისში, წინა წელთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები 8,6%-ით გაიზარდა. მოსალოდნელი  საშუალო პროგნოზი 8,5%-იანი ზრდა იყო. 

აზიურ ვაჭრობაში რეგიონის აქციების ინდექსი 1,1%-ით დაეცა. ინდური რუპია რეკორდულად დაბალ დონეზე დაეცა, რის გამოც ქვეყანამ გაზარდა ოქროს იმპორტი ვალუტის კურსის დასახმარებლად.

აშშ-ის მონაცემები აჩვენებს, რომ მიმდინარე წელს მაისში პირველად შემცირდა ინფლაციას მორგებული პირადი ხარჯები.

ინვესტორები ელიან, რომ რეფინანსირების განაკვეთი ივლისში კიდევ გაიზრდება.

მიმდინარე კვირაში როგორც აქციების, ასევე ობლიგაციების გადინება ფიქსირდება. ინვესტორები შიშობენ, რომ ინფლაციისა და ცენტრალური ბანკების მკვეთრი ნაბიჯების ფონზე, გლობალური ეკონომიკა შეიძლება შემცირდეს. 29 ივნისამდე კვირაში გლობალური ბირჟების ფონდებიდან, დაახლოებით $5,8 მილიარდი გავიდა, თუმცა EPFR Global-ის მონაცემებით, აშშ-ის აქციების შემთხვევაში, დაახლოებით $0,5 მილიარდის ოდენობით მცირე შემოდინება დაფიქსირდა. ობლიგაციების გამოსყიდვამ კი $17 მილიარდი შეადგინა. 

რაც შეეხება კრიპტოვალუტას, აზიაში ბიტკოინის ფასი 11.3%-ით გაიზარდა და ვაჭრობა $21,000-ზე დახურა, მოგვიანებით ლონდონში ყველაზე მსხვილი მსხვილი ტოკენის ფასი $19,410-ით განისაზღვრა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სუნილ ჯაგთიანი