
გლობალური სიმდიდრე გასულ წელს 10,6%-ით გაიზარდა და რეკორდულ $530 ტრილიონს მიაღწია. ზრდა ინფლაციური ზეწოლისა და უკრაინაში ომის მიუხედავად, სავარაუდოდ, ყველა რეგიონში გაგრძელდება.
Boston Consulting Group-ის ანგარიშის თანახმად, ზრდა აქციების ძლიერმა ბაზრებმა და რეალურ აქტივებზე მოთხოვნის მატებამ განაპირობა. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, კიდევ $80 ტრილიონის ახალი სიმდიდრე შეიქმნება.
მოსალოდნელია, რომ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი სიმდიდრის ზრდის ყველაზე სწრაფ ტემპს შეინარჩუნებს. აქტივების ღირებულებები 2026 წლისთვის 8.4%-იანი წლიური ზრდის ტემპით გაიზრდება. ამ მაჩვენებლის შენარჩუნების შემთხვევაში რეგიონი მსოფლიო სიმდიდრის თითქმის მეოთხედზე იქნება პასუხისმგებელი.
მიმდინარე მაჩვენებლების მიხედვით, ჰონგ-კონგმა მომავალ წელს შესაძლოა შვეიცარიას გაასწროს, როგორც იურისდიქციამ, რომელიც ტრანსსასაზღვრო კერძო სიმდიდრის ყველაზე დიდ რაოდენობას მართავს.
მკვლევრების შეფასებით, ჩრდილოეთ ამერიკის სიმდიდრის ზრდა 2026 წლისთვის 4,7%-მდე შენელდება. ეს შედარებით ხუთწლიან საშუალო მაჩვენებელთან, რომელიც 9.1%-ს შეადგენს. დასავლეთ ევროპაში სიმდიდრის ზრდა, სავარაუდოდ, 4.5%-დან 4%-მდე შენელდება.
მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ მდგრადი ინვესტიციები სამიდან ხუთჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ტრადიციული ინვესტიციები. 2026 წლისთვის აქტივების კლასი შესაძლოა კერძო ინვესტირებული სიმდიდრის 17%-ს შეადგენდეს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტომ მეტკაფი