LIVE

სანქცირებული რუსი მილიარდერები თავს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს აფარებენ

01 ივნ 202221:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 2763
სანქცირებული რუსი მილიარდერები თავს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს აფარებენ

ანდრეი მელნიჩენკომ, რომელსაც ევროპული სანქციებისგან თავის დასაღწევად უსაფრთხო იურისდიქცია სჭირდებოდა, ის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იპოვა.

მელიჩენკოს მიერ დაარსებული ქვანახშირის მწარმოებელი კომპანია SUEK-ი და შვეიცარიაში დაფუძნებული სასუქების ფირმა EuroChem-ი ადგილობრივ სავაჭრო ერთეულებს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ხსნიან. სანქციების გამოცხადებამდე მელიჩენკომ თანამდებობა ორივე კომპანიის საბჭოში დატოვა. შვეიცარიის ხელისუფლებამ კი მაისში განაცხადა, რომ ისინი აღარ გაყინავდნენ EuroChem-ის ანგარიშებს მას შემდეგ, რაც მელნიჩენკომ საკუთრება მეუღლეს გადასცა.

ერთ-ერთმა უმდიდრესმა რუსმა $300 მილიონიანი Motor Yacht A დეკემბერში ასევე დუბაიში გადაიყვანა და ადრეულ მარტამდე იქ დატოვა. ის ბოლოს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, რას ალ-ხაიმაში დაფიქსირდა.  

მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, გაერთიანებული საამიროები სერიოზულად იღებს მის როლს გლობალური სისტემის მთლიანობის დაცვაში და მჭიდროდ თანამშრომლობს კერძო სექტორთან მიზანმიმართული ფინანსური სანქციების განსახორციელებლად.

თუმცა, არაბთა გაერთიანებული საამიროები ერთ-ერთია ახლო აღმოსავლეთის სამი ქვეყნიდან, რომლებიც 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ მდიდარი რუსების მაგნიტებად იქცნენ. ამან ხელი შეუშალა ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის მოსაწყობად შეერთებული შტატების ძალისხმევას. რუსებში უკვე პოპულარული მიმართულებები, თურქეთი და ისრაელი ასევე გახდნენ გავრცელებული დანიშნულებები მდიდარი რუსი მოსახლეობისთვის.

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ასევე უარი თქვა გაეროს კენჭისყრაზე რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაგმობაზე. ისრაელთან ერთად, ის კრიტიკულად აფასებს ბაიდენის ადმინისტრაციის ძალისხმევას, აღადგინოს 2015 წლის ბირთვული შეთანხმება ირანთან, რომელსაც ორივე ქვეყანა საფრთხედ აღიქვამს. თურქეთი, მიუხედავად იმისა, რომ NATO-ს წევრია, თავად არის აშშ-ის სანქციების სამიზნე რუსული იარაღის შეძენის გამო. ასევე, უკრაინისთვის დრონების მიწოდების პარალელურად ქვეყანა ინარჩუნებს კავშირს პუტინთან და მედიატორის როლის შესრულებას ცდილობს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ზოგიერთი უმსხვილესი ბანკი SWIFT-ის საერთაშორისო გადახდების სისტემიდან გაითიშა, სანქცირებულმა ბიზნესმენებმა მაინც შეძლეს მცირე ბანკების მეშვეობით ფულის გაერთიანებულ საამიროებში და თურქეთში გადატანა.

ჯერ კიდევ ომამდე, არაბთა გაერთიანებული საამიროები და თურქეთი ყურადღების ცენტრში იყვნენ უცხოური ფულის სუსტი ზედამხედველობის გამო. Financial Action Task Force-მა, გლობალური ფინანსური დანაშაულების ვოჩდოგმა, ისინი ნაცრისფერი ქვეყნების სიაში მოათავსა, რომლებიც საკმარის ძალისხმევას არ იჩენენ ე.წ. ჭუჭყიანი ფულის ნაკადების შესაჩერებლად.

ამასთან, რუსეთთან დაკავშირებული ფულის ნაკადების მასშტაბების ამოცნობა კიდევ უფრო გართულდა, რადგან ისინი ოფიციალური საბანკო სისტემებიდან განდევნილია. ნაღდი ფულისა და კრიპტოვალუტის გადაადგილების დამალვა კი უფრო მარტივია, რადგან ტრანზაქციები ხშირად კომპლექსური ქსელების საშუალებით ხორციელდება.

უკრაინის მხრიდან მოქმედების მოთხოვნის საპასუხოდ, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ მეორად სანქციებს განიხილავენ. ეს გამოავლენს ნებისმიერ ქვეყანას ან ბიზნესს, რომელიც უგულებელყოფს აშშ-ს სანქციებს და მათ ასევე სანქციების სამიზნეს გახდის. თუმცა, ამან შესაძლოა აშშ-ს ზოგიერთი მოკავშირის გაუცხოება გამოიწვიოს, განსაკუთრებით მათი, ვინც რუსულ გაზსა და სხვა საქონელს ეყრდნობა.

ჯერჯერობით ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს სანქციებში აღმოფხვრას გარკვეული ხარვეზები. აშშ-ს სუბიექტებს რუსეთის რომელიმე სუბიექტისთვის ბუღალტრული აღრიცხვის, კორპორაციული ფორმირებისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო სერვისების მიწოდება აეკრძალათ. მსგავსი ზომები მიიღო დიდმა ბრიტანეთმაც, რაც, საბოლოოდ, სანქციებისგან თავშესაფრების ძიებაში რუსების დახმარებას ართულებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია