LIVE

2021 წელს კომპანიების 68% სოციალურ მედიას საერთოდ არ იყენებდა - საქსტატი

30 მაი 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 835
2021 წელს კომპანიების 68% სოციალურ მედიას საერთოდ არ იყენებდა - საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს კომპანიების 68% სოციალური მედიის საშუალებებით საერთოდ არ სარგებლობდა, 31.1% კი ძირითადად იყენებდა Facebook-სა და Linkedin-ს. 

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საწარმოთა 84.2%-ს ინტერნეტთან წვდომა ჰქონდა. ამასთან, კომპანიების 75.3% ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად იყენებდა ფიქსირებული კავშირის ისეთ საშუალებებს, როგორიცაა: ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH), საკაბელო ტექნოლოგიები, DSL კავშირი (ADSL, SDSL, VDSL) და ა.შ. საწარმოთა ყველაზე დიდი ნაწილი, 35.9%, 10 - 30 MBIT/S სიჩქარის ინტერნეტს მოიხმარდა.  

საქსტატის ინფორმაციით, საწარმოებში დასაქმებულთა 28.8% იყენებდა კომპანიის კუთვნილ პორტატულ კომპიუტერს ან სმარტფონს, რომელიც უზრუნველყოფდა ინტერნეტთან კავშირს (მხოლოდ საწარმოს მიზნებისთვის), ხოლო იმ საწარმოთა პროცენტული წილი, რომლებიც იყენებდნენ ვებგვერდს ან ვებსაიტს, 13.4%-ს შეადგენდა. 

კომპანიების ვებგვერდებსა და ვებსაიტებზე ყველაზე მეტად შესაძლებელი იყო საქონლისა და მომსახურების აღწერის, ასევე ფასების ნახვა.