LIVE

საქართველოს ბანკის სტუდენტურ პროგრამაში „ლიდერატორი“ 102 მონაწილე ჩაერთო

18 აპრ 202212:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 670
საქართველოს ბანკის სტუდენტურ პროგრამაში „ლიდერატორი“ 102 მონაწილე ჩაერთო

2022 წელს საქართველოს ბანკის სტუდენტურ პროგრამაში „ლიდერატორი“ 102 მონაწილე ჩაერთო. პროექტი უკვე მეექვსე წელია მიმდინარეობს და 200 მონაწილეს მიეცა საშუალება საქართველოს ბანკის 45-მდე დეპარტამენტში მიეღო სამუშაო გამოცდილება.

საქართველოს ბანკის ინფორმაციით, „ლიდერატორი“ სპეციალურად III-IV კურსის სტუდენტებისა და ახალი კურსდამთავრებულებისთვის შექმნილი პროგრამაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მათ კარიერულ განვითარებას და დასაქმებას. პროექტი 1 წლის მანძილზე, მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს ტრენინგებისა და მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი გამოცდილი მენტორების ჩართულობით, განივითარონ ახალი უნარ-ჩვევები. პროგრამა ანაზღაურებადია და სტუდენტების სასწავლო გრაფიკს არის მორგებული. აღსანიშნავია, რომ დასრულებული პროგრამების მონაწილეთა 86% კარიერას საქართველოს ბანკში აგრძელებს.

"2017 წლიდან, "ლიდერატორი" მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახალგაზრდების კარიერულ განვითარებასა და დასაქმებაში. პროგრამის მიმართ ინტერესი კი წლიდან წლამდე იზრდება. მოხარული ვართ, რომ 2022 წელს, პროექტს 10 უნივერსიტეტიდან, 100-ზე მეტი ახალი მონაწილე შემოუერთდა. მონაწილეები 15 სხვადასხვა მიმართულებით შეძლებენ მიიღონ სამუშაო გამოცდილება, მათ შორის 3 ახალ პროგრამაზე: რისკების მართვა, რაოდენობრივი მოდელების ანალიტიკა, პრემიუმ ბანკინგი და საბროკერო საქმე. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ამ და სხვა პროექტებით ახალგაზრდების მხარდაჭერას. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტი სტუდენტის პროფესიულ განვითარებასა და დასაქმებას შევუწყოთ ხელი მათი კარიერული განვითარების საწყის ეტაპზე”, - აცხადებს საქართველოს ბანკის ტალანტების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, ნუცა კაციტაძე.

(R)