
შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინას დამატებით $300 მილიონის ღირებულების დახმარებას გაუწევს უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, რაც მოიცავს ლაზერულ მართვად სარაკეტო სისტემებს, თვითმფრინავებსა და კომერციულ თანამგზავრული გამოსახულების სერვისებს.
“ეს განცხადება წარმოადგენს კონტრაქტის პროცესის დასაწყისს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ახალი შესაძლებლობების მიწოდების მიზნით”, - განაცხადა თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა, ჯონ კირბიმ.
თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ აშშ უკრაინას მიაწვდის აღჭურვილობას და მარაგს, რათა დაიცვას თავი რუსეთის მიერ ქიმიური ან ბიოლოგიური თავდასხმისგან.
„აშშ-ს მთავრობა უკრაინის მთავრობას მიაწვდის სამაშველო აღჭურვილობასა და მარაგს, რომელიც შეიძლება განლაგდეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში”, - განაცხადა ფსაკიმ.
შეერთებულმა შტატებმა გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეიძლება უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების ბრძანება გასცეს. ჯო ბაიდენის თქმით, ამ ნაბიჯს აშშ-ისა და მოკავშირეების პასუხი მოჰყვება.
გარდა ამისა, New York Times-ის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია იმუშავებს მოკავშირეებთან საბჭოთა წარმოების ტანკების გადასაცემად. ეს იქნება პირველი შემთხვევა მიმდინარე ომში, როდესაც შეერთებული შტატები უკრაინას ტანკების მიწოდებით დაეხმარება.
ეს საშუალებას მისცემს უკრაინას, განახორციელოს საარტილერიო დარტყმები დონბასში მდებარე რუსეთის სამიზნეებზე.