მსოფლიოში ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად, საქართველოში საწვავი გაძვირებას განაგრძობს. ზოგიერთი ტიპის საწვავის ფასი 4 ლარს უკვე აჭარბებს.
ბოლო ერთ კვირაში „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავი საშუალოდ 4%-ით გაძვირდა. 16 მარტიდან 23 მარტამდე, ყველაზე მოხმარებადი საწვავის, ევრო რეგულარის ფასი 3.69 ლარიდან 3.77 ლარამდე გაიზარდა. თებერვლის ბოლოს არსებულ ფასთან შედარებით კი ევრო რეგულარი 55 თეთრითაა გაძვირებული.
ბოლო ერთ კვირაში "ვისოლში" ფასების ცვლილება შემდეგია:
16.03.2022 - 23.03.2022
- ეკო სუპერი - 3.84 ლარი / 3.99 ლარი
- ეკო პრემიუმი - 3.79 ლარი / 3.89
- ეკო დიზელი - 3.95 ლარი / 4.19 ლარი
- ევრო დიზელი - 3.9 ლარი / 4.12 ლარი
- ევრო რეგულარი - 3.69 / 3.77 ლარი
- დიზელ ენერჯი - 3.85 ლარი / 4.03 ლარი.
რაც შეეხება სხვა ბრენდირებულ სადგურებს, საწვავის ფასები ასე გამოიყურება:
"სოკარი": სუპერი – 4.00 ლარი, პრემიუმი – 3.85 ლარი, რეგულარი – 3,70 ლარი, ევრო დიზელი – 3,90 ლარი, დიზელი – 3.80 ლარი
"გალფი": სუპერი – 3.89 ლარი, G-Force პრემიუმი – 3.85 ლარი, G-Force ევრო რეგულარი – 3.79 ლარი, რეგულარი – 3.71 ლარი, ევრო დიზელი – 4.09 ლარი, დიზელი – 4.03 ლარი.
შეგახსენებთ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, ნავთობის ფასი რეკორდულად გაიზარდა და 140 დოლარიან ნიშნულსაც კი გადააჭარბა. არსებობს პროგნოზები, რომ ნავთობის ფასი შესაძლოა, $200-მდე გაზარდოს.
22 მარტის ვაჭრობის შედეგებით, ლონდონში Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 115.48 დოლარი შეადგინა.