LIVE

ბრიტანეთში კვირაში 5 დღე ოფისში ყოფნა ხელმძღვანელებსაც აღარ უნდათ

20 თებ 202212:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 697
ბრიტანეთში კვირაში 5 დღე ოფისში ყოფნა ხელმძღვანელებსაც აღარ უნდათ

გაერთიანებულ სამეფოში კოვიდრეგულაციების გაუქმების ფონზე, ოფისები ინტენსიურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდნენ. მიუხედავად ამისა, მაგიდების დიდი ნაწილი კვლავ თავისუფალია. 

დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და ევროპის დიდ ნაწილში ბევრი თანამშრომელი კვირაში მინიმუმ რამდენიმე დღის განმავლობაში სახლიდან მუშაობას არჩევს.

დიდი თუ პატარა კომპანიები გადავიდნენ მუშაობის ჰიბრიდულ რეჟიმზე, რაც უჩვეულო იყო პანდემიამდე ცხოვრების პირობებში. პანდემიის დასაწყისშიც კი ბევრი ვერ იფიქრებდა, რომ ვითარება ამდენად შეიცვლებოდა. 

"ყველას მართლაც ჰქონდა მოლოდინი, რომ ყველაფერი ჩვეულებრივ გაგრძელდებოდა. ვფიქრობ, ახლა უკვე ნათელია, რომ ეს ასე არ არის", - ამბობს ჯულია ჰობსბაუმი, ავტორი წიგნისა "ოფისის გარეშე: სამუშაოს ხელახლა გამოგონება და მომავლის სამუშაო ადგილი", რომელიც ბრიტანეთსა და აშშ-შ აპრილში გამოვა. 

ფირმები და მენეჯერები, რომლებიც სრულ განაკვეთზე დაბრუნებას ცდილობენ, არასასიამოვნო რეალობის წინაშე დგანან. მნიშვნელოვანი წახალისების გარეშე ადამიანები სამუშაო ადგილების ძებნას სხვაგან დაიწყებენ. ასეთი შეთავაზება კი მხოლოდ ძალიან ძლიერ კომპანიებს შეეძლებათ. 

თითქმის ერთი წლის შემდეგ, რაც Goldman Sachs Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ სოლომონმა სახლიდან მუშაობას „აბერაცია“ (ნორმიდან გადახრა) უწოდა. ბანკი, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, კვლავ იმედოვნებს, რომ თანამშრომლები ოფისიდან იმუშავებენ. 

რა შეეხება სხვა ბანკებს, JPMorgan Chase ვარაუდობს, რომ თანამშრომლები ოფისებში მინიმუმ კვირაში რამდენიმე დღე მაინც დაბრუნდებიან. მსგავსი მოლოდინი აქვს Citigroup-ს. Standard Chartered-ი და HSBC Holdings ჰიბრიდულ სამუშაო პირობებზე უთანხმდება თანამშრომლებს. NatWest Group-ი მოელის, რომ თანამშრომლების 87% გრძელვადიან პერსპექტივაში ჰიბრიდულ რეჟიმში იმუშავებს.

ადამიანების ორ მესამედზე მეტი (68%) ახლა უპირატესობას ჰიბრიდულ სამუშაო მოდელს ანიჭებს. Future Forum-ის ბოლო კვარტალური გამოკითხვის თანახმად, ავსტრალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში თითქმის აკადემიური სფეროში დასაქმებული თითქმის 11,000 ადამიანი მონაწილეობდა. ამჟამად ოფისში ყოველდღე გამოკითხულთა მხოლოდ 30% მუშაობს. გარდა ამისა, გამოკითხულთა 95%-ს მოქნილი სამუშაო გრაფიკი სურს. 

Goldman-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ოფისში დაბრუნება არ ეწინააღმდეგება მოქნილ სამუშაო პირობებს. 

"თუ ორგანიზაციები დასაქმებულების ოფისში დაბრუნებას მკაფიო დასაბუთების გარეშე აიძულებენ, ეს გავლენას მოახდენს ადამიანების მოტივაციაზე და  საბოლოოდ მათ წასვლას გამოიწვევს“ , - ამბობს კლერ მაკარტნი, პოლიტიკის უფროსი მრჩეველი გაერთიანებული სამეფოს პერსონალისა და განვითარების ქარტიის ინსტიტუტში.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბრიტანეთი და აშშ ახლა სამუშაო კულტურის „დიდ გადაფასებას“ და ღრმა კულტურულ ცვლილებას გადიან. 

მიუხედავად იმისა, რომ ლონდონში ოფისებში თანამშრომლების რიცხვი იმატებს, ქალაქში მეტროთი მგზავრობა მაჩვენებელი 2019 წლის დონის მხოლოდ 58%-ს შეადგენს. Bloomberg-ის Pret Index კი აჩვენებს, რომ ლონდონის ფინანსურ რაიონებში ტრანზაქციებმა პანდემიამდე დონის 78%-ს მიაღწია, რაც 10%-ით დაბალია 2021 წლის პიკურ მაჩვენებელზე. ნიუ-იორკში გაყიდვები უოლ-სტრიტი ტერიტორიაზე ნორმალური დონის მხოლოდ 41%-ია.

ზოგი კომპანია, როგორიცაა Revolut-ი და Eigen Technologies-ი უკვე მზად არიან პერსონალს ნებისმიერი ადგილიდან სრულ განაკვეთზე მუშაობა მისცენ.

ეს ნაბიჯი "ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო, რაც კი ოდესმე მიმიღია. როცა სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადადიხარ, იკარგება ერთ-ერთი მიზანი, თუ რატომ მუშაობ", - თქვა Eigen-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ლუის ლიუმ.

კომპანიები დასაქმებულებს შორის პირისპირ ურთიერთობის ნაკლებობაზე წუხან. იმისათვის, რომ თანამშრომლებს შორის კავშირი შენარჩუნდეს, Eigen "ღვინისა ყველის" ღონისძიებებს აწყობს და სამუშაო შეხვედრებს ძვირადღირებულ სასტუმროებში გეგმავს. 

სამუშაო რეჟიმის ცვლილება ბაზრის ნაწილისთვის დამაზიანებელი აღმოჩნდება. მრავალსაუკუნოვანი სადაზღვევო კომპანია Lloyd's of London განიხილავს სჭირდება თუ არა მას არსებული ინფრასტრუქტურა. ამის გამო, მან შესაძლოა ლონდონის საკულტო ოფისიც კი დატოვოს, რაც საფინანსო უბნის კვების დაწესებულებებზე, ექიმებსა და სავარჯიშო დარბაზებზე აისახება.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: უილიამ შოუ, ირინა ანგჰელი და ლუკია გიფტოპულო