LIVE

იანვარში საქართველოს 163 615 საერთაშორისო ტურისტი ეწვია

03 თებ 202210:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 725
იანვარში საქართველოს 163 615 საერთაშორისო ტურისტი ეწვია

მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს 163 615 საერთაშორისო ტურისტი ეწვია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, გასული წლის იანვართან შედარებით ზრდამ 456%, ხოლო პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით 53% შეადგინა. 

წელს, გასული წლის იანვართან შედარებით 471% გაიზარდა საერთაშორისო მოგზაურთა (199 393-ვიზიტორი) ვიზიტი საქართველოში. საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 38%-ით არის აღდგენილი. 

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2021 წლის 12 თვეში საქართველოში 1,577,463 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა. 2019 წლის მონაცემთან შედარებით ტურისტული ვიზიტების 31% აღდგენილია. 2020 წელთან შედარებით კი ზრდა 45.1%-ს შეადგენს.