
2021 წელს საქართველოში მოქმედმა 14 კომერციულმა ბანკმა 2.08 მილიარდ ლარზე მეტი წმინდა მოგება მიიღო, რაც რეკორდული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ 2020 და 2019 წლების სექტორის ჯამური წმინდა მოგება 1.05 მილიარდ ლარს უმნიშვნელოდ აღემატებოდა.
საბანკო სექტორის მოგების მაჩვენებელი თვეების მიხედვით ასეთი იყო:
- იანვარი – 113.3 მილიონი ლარი;
- თებერვალი – 132.1 მილიონი ლარი;
- მარტი – 166.3 მილიონი ლარი;
- აპრილი – 173 მილიონი ლარი;
- მაისი - 204 მილიონი ლარი;
- ივნისი - 294.6 მილიონი ლარი;
- ივლისი - 177.9 მილიონი ლარი;
- აგვისტო - 233.1 მილიონი ლარი;
- სექტემბერი - 171.1 მილიონი ლარი;
- ოქტომბერი - 117.5 მილიონი ლარი;
- ნოემბერი - 209.2 მილიონი ლარი;
- დეკემბერი - 111.9 მილიონი ლარი.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, გაზრდილია როგორც სესხებიდან, ასევე სხვა ფინანსური ოპერაციებიდან და საკომისიოებიდან მიღებული შემოსავლები, კერძოდ:
- ფიზიკური პირების სესხებიდან მიღებული შემოსავლები - 2.48 მილიარდი ლარი / ზრდა 21%;
- იურიდიული პირების სესხებიდან მიღებული შემოსავლები - 1.67 მილიარდი ლარი / ზრდა 18%;
- ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებული შემოსავლები - 73.6 მილიონი ლარი / ზრდა 32%;
- ვალუტის კონვერტაციიდან მიღებული შემოსავლები - 301.2 მილიონი / ზრდა 1 459%
რაც შეეხება კომერციული ბანკების ხარჯებს, მოქალაქეებისა და ბიზნესების დეპოზიტებზე დარიცხულმა საპროცენტო სარგებელმა, ასევე ბანკების მიერ თავიანთი სესხების მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა.