LIVE

კრიპტოვალუტების ფასი ეცემა

06 დეკ 202118:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 768
კრიპტოვალუტების ფასი ეცემა
Bloomberg

ბიტკოინის ფასი სხვა კრიპტოვალუტებთან ერთად დაეცა. უმსხვილესი ციფრული მონეტის ფასი $42,296-მდე ჩამოვიდა, სანამ ისევ აღმასვლას დაიწყებდა.

შაბათს, ნიუ-იორკში დილის 10:31 საათისთვის ბიტკოინი დაახლოებით $48,300-ად ივაჭრებოდა, რაც დაახლოებით 10%-იან შემცირებას უდრის. უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასი 10 ნოემბრის რეკორდიდან ჯამში 20%-ზე მეტით შემცირდა.

ეთერიუმი, სიდიდით მეორე კრიპტოვალუტა, 17.4%-ით შემცირდა. რაც შეეხება მთლიანად კრიპტო სექტორს, CoinGecko-ს თანახმად, მან ღირებულების დაახლოებით მეხუთედი დაკარგა და $2.2 ტრილიონამდე შემცირდა.

კრიპტოვალუტების რყევები ფინანსური ბაზრებზე არასტაბილურ პერიოდს მოჰყვა. მზარდი ინფლაცია ცენტრალურ ბანკებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას აიძულებს, რაც ლიკვიდურობის შემცირების საფრთხეს ქმნის.

კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტმა ასევე გამოიწვია რისკიანი აქტივებისგან დისტანცირება. გლობალური აქციები ნოემბრის რეკორდული მაჩვენებლიდან 4%-ზე მეტით დაეცა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოანა ოსინგერი