LIVE

საქართველოში ავტომობილების 7%-ია დაზღვეული, სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 17% სარგებლობს

02 დეკ 202113:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 830
საქართველოში ავტომობილების 7%-ია დაზღვეული, სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 17% სარგებლობს

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7%-ია (66 272 ერთეული) დაზღვეული. 2021 წელის 9 თვეში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია 25%-ით, 86.9 მილიონი ლარიდან 108.2 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშით, 24%-იანი წილით დაზღვევის ამ სეგმენტში კომპანია „თიბისი“ ლიდერობს. მიმდინარე წლის 9 თვეში კომპანიამ  პრემიის სახით 25.9  მილიონი ლარი მოიზიდა. მეორე ადგილზე ბაზრის 22%-იანი წილით და 24.2 მილიონის მოზიდული პრემიით „ალდაგია“. 16.3 მილიონიანი პრემიით და ბაზრის 15%-იანი წილით მესამე ადგილზე „ჯიპიაია“.

რაც შეეხება სამედიცინო დაზღვევას, 2021 წლის 9 თვის მონაცემებით, კერძო სამედიცინო დაზღვევით საქართველოში მოსახლეობის 17%, ანუ 635 876 მოქალაქე სარგებლობს. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაზღვეული მოქალაქეების რაოდენობა 4%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 9 თვეში მოქალაქეებისთვის ანაზღაურებულმა ზარალმა დაზღვევის ამ სეგმენტში 158.7 მილიონი ლარი შეადგინა.