LIVE

ჰიბრიდული ომი პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე - მიზეზები

10 ნოე 202119:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1900
ჰიბრიდული ომი პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე - მიზეზები
Polish Defence Ministry, via Reuters

ახლო აღმოსავლეთიდან გაქცეული 1000-ზე მეტი ადამიანია მობილიზებული პოლონეთ-ბელარუსის საზღვართან მოსალოდნელი მიგრაციული კრიზისის მკვეთრი ესკალაციის შედეგად. ბელარუსის ხელისუფლებამ ისინი ევროკავშირის საზღვარზე გააცილა.

მოხდა რამდენიმე შეტაკება პოლონეთის პოლიციასთან. ხალხის ნაწილი ცდილობდა პოლონეთში შეღწევას სასაზღვრო ღობის დანგრევით. პოლიციამ ადამიანების მოსაგერიებლად წიწაკის სპრეი გამოიყენა.

მიგრანტების ჯგუფში ბევრი ქალი და მცირეწლოვანი ბავშვია და მათი ცხოვრების პირობები უკიდურესად საშიშია: ღამით ტემპერატურა ნულს ქვემოთ ეცემა. შედეგად, ბოლო ორი თვის განმავლობაში სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე. 

ეს პოლონეთის სუვერენიტეტის აშკარა დარღვევაა.

რამ გამოიწვია კრიზისი და როგორ რეაგირებს პოლონეთი?

პოლონეთი, ევროკავშირი, ნატო და სხვები კრიზისის განზრახ გაღვივებაში ბელარუსს ადანაშაულებენ. მათი მტკიცებით, ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელისუფლებამ ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ევროკავშირში ჩასვლის მსურველებს მინსკში გამგზავრების ნება დართო, შემდეგ კი უზრუნველყო მათი ტრანსპორტირება პოლონეთის საზღვართან.

ევროპელი ლიდერები ამბობენ, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო ამ გზით სანქციების გამო შურისძიებას ცდილობს. ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, ბელარუსის დიქტატორი ცდილობს, დასავლეთის ქვეყნებს ამ გზით დათმობა აიძულოს. 

პოლონეთის ხელისუფლებას მიგრანტების კრიზისზე მკაცრი რეაგირება ჰქონდა და საგანგებო მდგომარეობა დააწესა, რაც სასაზღვრო ზონაში მყოფთათვის დახმარების მიწოდებას ზღუდავს. მთავრობამ სასაზღვრო კედლის აშენებაც გადაწყვიტა.

დგას თუ არა რუსეთი კრიზისის უკან?

პოლონეთს ეჭვი არ ეპარება, თუ ვინ აწყობს სასტიკ ჰუმანიტარულ კრიზისს: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. ვარშავა კრიზისს ჰიბრიდული ომის ნაწილად აღიქვამს. 

“ლუკაშენკო არის შემსრულებელი, მაგრამ ჰყავს დამხმარე მოსკოვში, ეს არის პრეზიდენტი პუტინი, რომელიც ახორციელებს რუსეთის იმპერიის აღდგენის სცენარს. სცენარს, რომელსაც ჩვენ, ყველა პოლონელი, მტკიცედ უნდა დავუპირისპირდეთ”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ პარლამენტში.

ოფიციალურ კომუნიკაციაში რუსეთმა გამოხატა შეშფოთება, არ დაუჭირა მხარი და არ დაგმო არც ერთი მხარის მოქმედება. თუმცა, მან რეალურად მხარდაჭერა ბელარუსს შესთავაზა. პოლონეთში კონფლიქტებში რუსული მანიპულირების მუდმივი შიში არსებობს, განსაკუთრებით მეზობელი უკრაინის ბედის გათვალისწინებით. ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ ფაქტობრივად გააერთიანეს შეიარაღებული ძალები, რომლებიც ევროკავშირისა და NATO-ს საზღვრებთანაა განლაგებული. ისინი დიდი ხანია ფიქრობენ სახელმწიფოების შერწყმაზეც.

რას აკეთებს საერთაშორისო საზოგადოება?

საერთაშორისო და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოუწოდეს პოლონეთს, დაუშვას სასაზღვრო რეგიონში საკვები მარაგებისა და სამედიცინო დახმარების მიწოდება ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან ასაცილებლად. საგანგებო მდგომარეობა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებს გარკვეულ ზონებში შესვლას უზღუდავს.

პარალელურად, გაძლიერდა მინსკზე ზეწოლაც. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პირობა დადო, რომ პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიისთვის საზღვრების დაცვის მხარდაჭერა გაძლიერდება. ევროკავშირი შეისწავლის “როგორ დააწესოს სანქციები, მათ შორის მესამე ქვეყნის ავიაკომპანიების შავ სიაში შეყვანით, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ადამიანებით ვაჭრობაში”.

როგორ შეიძლება გაგრძელდეს კრიზისი?

პოლონეთმა მკაცრი პოზიცია დაიკავა და მისი ლიდერები ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიიღებენ ათასობით თავშესაფრის მაძიებელს ახლო აღმოსავლეთიდან იმის მიუხედავად, რომ მათი უმეტესობა გერმანიაში გამგზავრებას ცდილობს. როგორც ჩანს, ევროკავშირი ჰუმანიტარულ ღირებულებებს პოლიტიკურ მოსაზრებებთან აბალანსებს, მათ შორის გართულებულ ურთიერთობასთან პოლონეთთან.

კრიზისი განზრახ ან უნებლიედ შესაძლოა კონტროლიდან გამოვიდეს. მცირე ინციდენტები შეიძლება სწრაფად გამწვავდეს და უკვე არის ცნობები შეტაკებების შესახებ, მათ შორის “ყალბი” გასროლის შესახებ. ეს და სხვა სახის არაპროფესიონალური ქცევა, მოუმზადებელი ან არადისციპლინირებული უშიშროების ძალებით, რომლებიც ამოწმებენ საზღვრებს, ესკალაციის მთავარი ფაქტორია. უკვე ვრცელდება ბელარუსის მხრიდან ნიღბიანი ადამიანების ფოტოები, რომლებიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ იყვნენ მიგრანტები. იყო შეიარაღებული ადამიანების შეჭრის შემთხვევაც პოლონეთში, მათ შორის სცენები, როდესაც ისინი ხელახლა ღიად ახდენდნენ იარაღის დემონსტრირებას, მაგრამ არ ისროდნენ.

იმავდროულად, ბელარუსსა და პოლონეთს შორის ტყის ნეიტრალურ ზონაში ტემპერატურა ეცემა და დღითიდღე უფრო საშიში ხდება. ყოველ კვირას ასობით სასოწარკვეთილი ადამიანი ჩადის მინსკში. კრიზისის მალე დასრულდება ნაკლებ სავარაუდოა.