
პოლონეთის ძველმანების ბაზრობა შეძენილი ფრიდერიკ შოპენის პორტრეტი კერძო მფლობელის სახლში თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში ეკიდა. ეს მანამ, სანამ გაირკვეოდა, რომ ნახატი მე-19 საუკუნით თარიღდება.
ხელოვნების ნიმუში, რომელიც ცუდ მდგომარეობაში იყო შემონახული ახლა უკვე აღდგენილია და მოოქროვილი ჩარჩოთი ბანკის საცავში ინახება. მფლობელები მომდევნო ნაბიჯების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. განიხილება საჯარო გამოფენაც.
ნახატის არსებობის შესახებ ინფორმაცია მიმდინარე კვირაში ფრიდერიკ შოპენის მე-18 საფორტეპიანო კონკურსის პარალელურად გავრცელდა.
Nicolaus Copernicus University-ის პროფესორი დარიუშ მარკოვსკი, ხელოვნების ექსპერტი, რომელმაც შეისწავლა და აღადგინა პორტრეტი, აცხადებს, რომ ნამუშევარს მნიშვნელოვანი ისტორიული და ემოციური ღირებულება აქვს. პროფესორმა თავი შეიკავა შეფასებისგან, თუ რა ფასად შეიძლება ხელოვნების ნიმუშის გაყიდვა.
ამ ეტაპზე შეუძლებელია მისი შექმნის ზუსტი თარიღის დადგენა. ასევე, ძნელი იქნება იმის დადგენა, ვინ დახატა ის. შემორჩენილია მხოლოდ მხატვრის სახელი, ალფრედი.
”ჩვენ არაფერი ვიცით მისი ისტორიის შესახებ და ვისთვის დაიხატა ის”,- განუცხადა მარკოვსკიმ Associated Press-ს
შოპენი 1810 წელს, ვარშავის მახლობლად მდებარე სოფელ ჟელიაზოვა-ვოლიაში, პოლონელი დედისა და ფრანგი მამის ოჯახში დაიბადა. მან პოლონეთი 19 წლის ასაკში დატოვა, რათა მუსიკალური განათლება ვენაში და შემდეგ პარიზში გაეგრძელებინა, სადაც ის საბოლოოდ დასახლდა და კარიერა განაგრძო.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია