
მსოფლიოში ყველაზე სწრაფი "ამერიკული მთები", რომელიც იაპონიაში მდებარეობს, ვიზიტორების სერიოზული დაზიანებების გამო დაიხურა.
გასართობი პარკის, Fuji-Q Highland-ის ადმინისტრაციის განცხადებით, მომხმარებლებმა მათ საჩივრებით მიმართეს და განაცხადეს, რომ 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის აგვისტომდე ატრაქციონ Do-Dodonpa-ზე სხვადასხვა სახის მოტეხილობა მიიღეს. ყველა მათგანმა ოფიციალურ პირებს გასულ კვირას მიმართა.
ჯერჯერობით არ არის დადგენილი უკავშირდება თუ არა მომხმარებლების დაზიანებები ატრაქციონს. მათ საქმეებს რეგიონული მთავრობა იძიებს.
ატრაქციონი 2001 წელს გაიხსნა და 2017 წელს განახლდა. პარკის ადმინისტრაციის თქმით, 20-წლიანი მუშაობის მანძილზე, მასთან დაკავშირებით საჩივრით არავის მიუმართავს.
Do-Dodonpa 180 კმ/სთ-მდე სიჩქარის აკრეფას 2 წამზე ნაკლებს ანდომებს.