LIVE

Google-მა პუტინის მოკავშირე ტელევიზია Tsargrad-თან სარჩელზე გარიგება ვერ შეძლო

17 აგვ 202110:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 873
Google-მა პუტინის მოკავშირე ტელევიზია Tsargrad-თან სარჩელზე გარიგება ვერ შეძლო
Gavril Grigorov

Google-მა ვერ მიაღწია შეთანხმებას დაბლოკილ ტელეარხთან, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სანქცირებული მოკავშირის საკუთრებაა, ნათქვამია Tsargrad-ის ტელევიზიის განცხადებაში. 

Google-მა გაასაჩივრა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მას უნდა აღედგინა Tsargrad-ის ანგარიში, ან ემუქრებოდა ყოველდღიური ჯარიმა 100,000 რუბლის ($1,400) ოდენობით, რაც გაორმაგდება ყოველ კვირას, ვიდრე უარს იტყვის გადაწყვეტილების შესრულებაზე.

განცხადების თანახმად, Tsargrad-მა Google-ი მოლაპარაკებების არსებითად გაჭიანურებაში დაადანაშაულა. 

ივლისში მოსკოვის სააპელაციო სასამართლომ შეაჩერა საქმის განხილვა, რათა მოლაპარაკებები დასრულებულიყო. სასამართლოს ქვედა პალატამ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტს განკარგულება მისცა, განებლოკა Tsargrad-ის YouTube ანგარიში, სხვა შემთხვევაში კი ჯარიმები დაეკისრებოდა. მომდევნო მოსმენა 20 სექტემბრამდე გადაიდო. 

Google-ი ამტკიცებს, რომ Tsargrad-ის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება დააზარალებს რუსეთში მუშაობის ეფექტს და საფრთხეს შეუქმნის დაბლოკვის ბრძანებებს, რომელსაც შიდა ტექნოლოგიური ზედამხედველობისგან იღებს, იტყობინება Forbes Russia.

Tsargrad-ი კრემლის მოკავშირეს, კონსტანტინე მალოფეევს ეკუთვნის. 2014 წელს შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა მას სანქციები აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსული აჯანყების დაფინანსების გამო დაუწესეს. კონსტანტინე მალოფეევი პოლიტიკური პარტია “ერის” დამფუძნებლის, ლევან ვასაძის მოკავშირეა. ულტრა-მემარჯვენე ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ხშირად არის Tsargrad-ის ტელევიზიის სტუმარი.

რუსეთმა გააძლიერა დაპირისპირება უცხოურ სოციალურ მედიასთან და ინტერნეტ კომპანიებთან, რასაც ციფრული სუვერენიტეტის დაცვის კამპანია უწოდა. მან დააკისრა ჯარიმები Google-ს, Twitter-სა და Facebook-ს, რათა ეიძულებინა, შეენახათ მონაცემები ადგილობრივად და წაეშალათ პოსტები, რომლებიც კრემლს უკანონოდ მიაჩნია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ირინა რეზნიკი და ჯეიკ რუდნიცკი