LIVE

მოსაზრება: მილენიალები ყველაზე მდიდარი თაობაა თანამედროვე ისტორიაში

27 ივნ 202120:48
3 წუთის საკითხავი
clock clock 871
მოსაზრება: მილენიალები ყველაზე მდიდარი თაობაა თანამედროვე ისტორიაში
Bloomberg

თანამედროვე ისტორიაში, როგორც წესი, თითოეული თაობა უფრო მდიდარი იყო, ვიდრე წინა. თუ მილენიალები ამ ტრენდს ჩამორჩებიან, ეს შეიძლება იყოს აღმავლობის და კეთილდღეობის დასრულების ნიშანი იყოს. თუმცა, თაობების შედარება რთულია. დიდწილად იმიტომ, რომ როგორც სამყარო იცვლება, ასევე იცვლება წარმატების გამოხატულებები და საზომები.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიტუაცია განსხვავდება იმისგან, რაც ბუმერების ახალგაზრდობის დროს იყო. ღირსეული ანაზღაურება და სტაბილურობა ხშირად საშუალო სკოლის მიღმა, გარკვეულ განათლებას მოითხოვს. უმეტესობისთვის, კარიერაში წარმატება დიდ ქალაქში ცხოვრებას ნიშნავს, რომელიც სამსახურის უკეთეს ვარიანტებს და კავშრების ქსელს გთავაზობთ, რაც ხელს უწყობს უნარების განვითარებას. მილენიალებმა ასევე უნდა გააკეთონ ინვესტიციები და დაზოგონ საკუთარი საპენსიო დანაზოგისთვის. სადავოა, დადებითია თუ არა ეს ცვლილებები. მაგრამ როდესაც მათ მთლიანობაში განიხილავთ, მილენიალების ფინანსური პორტფელები არც ისე ცუდად გამოიყურება. მათ უბრალოდ გააკეთეს არჩევანი ახალი ეკონომიკის საპასუხოდ.

აიღეთ გაზრდილი ვალი. მილენიალებს თითქმის ორჯერ მეტი ვალი აქვთ, ვიდრე მათ მშობლებს ჰქონდათ მათ ასაკში. ეს, ძირითადად, სტუდენტური სესხია, რაც ასახავს იმას, რომ მათ ინვესტიცია ჩადეს მომავალში. ეკონომიკის ცვლილებასთან ერთად, უფრო მეტი განათლება გახდა საჭირო მაღალი ანაზღაურებისთვის. ფედერალური სარეზერვო ბანკის მონაცემების თანახმად, მილენიალების დაახლოებით 69%-ს აქვს განათლება საშუალო სკოლის მიღმა, ხოლო ბუმერების 54%-ს.

ასევე მილენიალები უფრო ნაკლებად ფლობენ სახლებს: 26-დან 39 წლის ასაკის მილენიალების მხოლოდ 48%-ია სახლის მესაკუთრე. ფედერალური მონაცემების თანახმად, 1989 წელს ამ ასაკის ადმიანების 52% ფლობდა სახლს, თუმცა სახლების ფასები ახლა გაცილებით მაღალია. ეს ასევე ასახავს გარკვეულ გონივრულ არჩევანს მილენიალების მხრიდან. პანდემიის დაწყებამდე დიდ ქალაქებს უფრო მაღალი ფასები ჰქონდათ საცხოვრებელ სახლებზე, ნაწილობრივ მოთხოვნილების და აგრეთვე იმ პოლიტიკის გამო, რომელიც განვითარებას ზღუდავს. ასე რომ, თუ სადმე ცხოვრობთ და სახლის შეძენა არ შეიძლიათ, ეს შეიძლება იყოს იმის გამო, რომ თქვენი საცხოვრებელი ადგილი თქვენს კარიერას სწრაფად წაწევს წინ.

მილენიალებს შეიძლება მეტი ვალი ჰქონდეთ, მაგრამ მათ უფრო მეტი ფინანსური აქტივებიც აქვთ - დაახლოებით 25% -ით მეტი, ვიდრე მათ მშობლებს ჰქონდათ იგივე ასაკში. ეს ნაწილობრივ იმიტომ ხდება, რომ მათ სამსახურში საპენსიო ანგარიში აქვთ, რადგან შემნახველი ანგარიშები ახლა უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ტრადიციული პენსიები იყო. შეიძლება ითქვას, რომ ტრადიციული პენსიები უკეთესი, მაგრამ მათ მიღწევაც უფრო ძნელი იყო: მილენიალების 86% -ს ახლა საპენსიო გეგმა აქვს, იგივე ასაკში ბუმერების 73%-ს ჰქონდა რაიმე ტიპის საპენსიო დანაზოგი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ელისონ სკრეიგერი