
41 წლის მამაკაცი აღმოსავლეთ ჩინეთის ძიანსუს პროვინციიდან, სავარაუდოდ, მსოფლიოში პირველი ადამიანია, ვისაც ფრინველის გრიპის H10N3 შტამი დაუდასტურდა. ჩინეთის მთავრობა ირწმუნება, რომ ვირუსის გავრცელების რისკი დაბალია.
მამაკაცი მაღალი ტემპერატურითა და სხვა სიმპტომებით საავადმყოფოში 28 აპრილს მოათავსეს, თუმცა ფრინველის გრიპის H10N3 შტამით ინფიცირების დიაგნოზი 28 მაისს დაუსვეს. ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ამ დროისთვის პაციენტი საავადმყოფოდან გაწერილია.
კომისიის განცხადებით, მამაკაცის კონტაქტების გამოკვლევის შედეგად, ვირუსით ინფიცირების სხვა შემთხვევა არ გამოვლინდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვირუსს გადაცემის დაბალი მაჩვენებელი ახასიათებს.
“ეს არის შემთხვევითი ჯვარედინი სახის გადაცემა. ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების რისკი დაბალია”,- აღნიშნულია კომისიის განცხადებაში.
FAO-ს ადგილობრივი წარმომადგენლის თქმით, 2018 წლამდე ბოლო 40 წელში ვირუსის მხოლოდ 160 ცალკეული შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევები ძირითადად აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გარეულ და წყლის ფრინველებში გვხვდება. ქათმებში ვირუსის არცერთი შემთხვევა არ აღმოჩენილა.
სპეციალისტების თქმით, ვირუსის ხანდაზმულობის შესწავლას გენეტიკური მონაცემების ანალიზი დასჭირდება.
ჩინეთში ფრინველის ვირუსის არაფერთი შტამია აღმოჩენილი. ზოგ შემთხვევაში, ვირუსი შინაურ ფრინველებთან დასაქმებულ ადამიანებზეც გადადის. თუმცა 2016-2017 წლების შემდეგ, ადამიანებში ფრინველის ვირუსის ფართო გავრცელება არ ყოფილა. მაშინ ფრინველის ვირუსის H7N9 შტამმა 300 ადამიანი იმსხვერპლა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია