
ნორვეგია პანდემიის დროს ეკონომიკური დახმარებისთვის ობლიგაციების ბაზარზე გადასვლის ნაცვლად, $1.3 ტრილიონიან სუვერენულ აქტივების მართვის ფონდს ეყრდნობა.
ნორვეგიის მთავრობა ამ წლის ეგრეთ წოდებულ სტრუქტურულ ნავთობპროდუქტულ ფისკალურ დეფიციტს 9%-ზე მეტით, 403 მილიარდ კრონამდე($50 მილიარდი) ზრდის. მთავრობის გატანილი წილი მსოფლიოს უდიდესი აქტივების მართვის ფონდიდან 3.7% -ს მიაღწევს, ცენტრალური ბანკის 3.3%-იან პროგნოზთან შედარებით.
”ფუნდამენტურად, ეს გვიჩვენებს, რომ მთავრობა ფისკალური მხარდაჭერის უფრო მეტ საჭიროებას ხედავს წლის განმავლობაში”, - ამბობს Handelsbanken-ის ანალიტიკოსი მარიუს გონშოლტ ჰოვი
აქტივების მართვის ფონდმა, რომელიც ნორვეგიის ჩრდილოეთ ზღვის ნავთობის შემოსავლებით არის შექმნილი, უმდიდრესი სკანდინავიური ეკონომიკა პანდემიის ყველაზე ცუდი ნაწილისგან დაიფარა. მთავრობის გატანილი თანხების ინტენსივობამ გიგანტი ინვესტორს გასული წელს აქტივების ლიკვიდაცია აიძულა, რაც ნორვეგიისთვის ისტორიულ მომენტად ითვლება. თუმცა, მას შემდეგ, ფონდმა თითქმის რეკორდული მოგება დააფიქსირა, რადგან ბაზრები აღგენისკენ წავიდა.
ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ნორვეგიის მშპ-ს ზრდა, რომელიც ქვეყნის ნავთობისა და ოფშორულ ინდუსტრიაზეა მორგებული, წელს 3,7%-მდეა მოსალოდნელი, 2020 წლის 2,5%-იანი შემცირების შემდეგ.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ოტ უმელასი