LIVE

ჯო ნოსერა: სტუდენტური სესხის კრიზისიდან გამოსავალი გაკოტრების გამოცხადებაა

18 დეკ 202015:16
3 წუთის საკითხავი
clock clock 739
ჯო ნოსერა: სტუდენტური სესხის კრიზისიდან გამოსავალი გაკოტრების გამოცხადებაა

დღეს ამერიკაში სტუდენტური სესხის კრიზისი $1.6 ტრილიონი დოლარის დავალიანებას შეადგენს. იმისთვის რომ გავიგოთ, რატომ ვერ ხერხდება სტუდენტური სესხების დაბრუნება, აშშ-ს გაკოტრების  კოდექსს უნდა გადავხედოთ.

1965 წელს კონგრესმა მიიღო უმაღლესი განათლების აქტი, რომელიც სტუდენტური სესხების გაუქმებისთვის რთულ წინაპირობებს ითვალისწინებდა.  მომდევნო 40 წლის განმავლობაში კონგრესმა სტუდენტური სესხების გაუქმების პირობები კიდევ უფრო გაართულა და თითქმის შეუძლებელი გახადა. 2005 წელს კონგრესმა ამ სიას კერძო სტუნდენტური სესხებიც დაამატა.

სტუდენტი სტუდენტურ სესხს გაკოტრების გამოცხადების შემთხვევაშიც ვერ აუქმებს, რასაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფასი აქვს. 

გაიხსენეთ საბინაო კრედიტის ბაბლი, როდესაც ნებისმიერ ცოცხალ ადამიანს, შემოსავლების შემოწმების გარეშე, შეეძლო ბროკერებისგან სახლი ეყიდა. ბროკერებმა იცოდნენ, რომ მათი ფირმები Wall Street-ს გადააბარებდნენ სესხებს, ამიტომ არც აინტერესებდათ, მსესხებლები ოდესმე დაფარავდნენ თუ არა კრედიტს. სტუდენტური სესხის ინდუსტრიაც ამავე პრინციპზეა აგებული.

ფედერალური მთავრობა სტუდენტურ სესხებს აძლევს თითქმის ყველას, ვინც ითხოვს, მიუხედავად შემოსავლისა და დაფარვის შესაძლებლობისა, იმ მოტივით, რომ მსესხებელი ვერასოდეს გაექცევა სესხს. 

უნივერსიტეტები წლიდან წლამდე სწავლის ღირებულებას აძვირებენ, რადგან იციან, რომ სტუდენტი ყოველთვის მიიღებს სესხს. სტუდენტებს გაკოტრების პირობებში რომ შეეძლოთ სესხის გაუქმება, კომერციული კოლეჯები არ იარსებებდა. მათი მთელი ბიზნეს მოდელის მიზანია ფედერალური მთავრობისგან წინასწარ ფულის აღება, რომელიც შემდეგ ხდება ორგანიზაცია, რომელმაც უნდა იზრუნოს ამ ფულის ამოღებაზე. 

არ არის გასაკვირი, რომ სტუდენტური სესხები, რომელიც ურისკოა კრედიტორებისა და უნივერსიტეტებისთვის, სამომხმარებლო სესხის სიდიდით მეორეა აშშ-ში და მას მხოლოდ იპოთეკური სესხი უსწრებს.

მე მესმის მათი, ვინც არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდებს, წაშალოს ამ ვალის ნაწილი მას შემდეგ, რაც ის მიიღებს თანამდებობას. სენატორ ელიზაბეტ უორენის თანახმად, 42 მილიონ ამერიკელს აქვს სტუდენტური სესხი. მან შეიტანა კანონპროექტი, რომ თითოეული მათგანისთვის 50,000 აშშ დოლარის სესხი გაუუქმდეს. ამ კანონმდებლობის ინიციატივა მოიწონა პროგრესულმა მხარეებმა და ბაიდენს დაუყოვნებლივი მოქმედებისკენ მოუწოდებენ. თუმცა, ბაიდენის გეგმა, უფრო მოკრძალებულია და 10 000 დოლარიან დახმარებას ითვალისწინებს.

ამ ინიციატივის საფუძველი მხოლოდ ყოფილი სტუდენტების დახმარება არ არის, ის ასევე უნდა დაეხმაროს ეკონომიკას. სტუდენტური სესხი ხელს უშლის ყოფილ სტუდენტებს შეიძინონ თავიანთი პირველი სახლი ან წამოიწყონ მცირე ბიზნესი. ეს სესხები ასევე ართულებს სხვა კრედიტის მიღებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ხელს უშლის მილიონობით ამერიკელ ახალგაზრდას სრულად მიიღოს მონაწილეობა ეკონომიკურ ცხოვრებაში, რასაც ტალღოვანი ეფექტი აქვს მთელ ეკონომიკაზე. სტუდენტური სესხის გაუქმება მნიშვნელოვანი ეკონომიკური სტიმული იქნება.

მე ასევე მესმის მათი, ვინც სესხის ჩამოწერის წინააღმდეგია, განსაკუთრებით კონსერვატორებს შორის. ეს არ იქნება სამართლიანი იმ მილიონობით ამერიკელის მიმართ, ვინც სტუდენტურ სესხებს იხდიდა, ხშირად წლების განმავლობაში. ისინი ამტკიცებენ, რომ ეს უფრო მეტად დაეხმარება "მაღალშემოსავლიან პროფესიონალებს, რომელთაც აქვთ დიპლომი", ვიდრე დაბალშემოსავლიან ყოფილ სტუდენტებს. რამდენადაც სესხის პატიებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ეკონომიკას, ის ასევე ძალიან დიდი განხეთქილებას გამოიწვევს, მაშინ როცა მომავალი პრეზიდენტი ცდილობს დემოკრატებისა და რესპუბლიკელების გაერთიანებას.

დავუბრუნდეთ გაკოტრების კანონს. კანონის მიღება, რომელიც საშუალებას იძლევა სტუდენტური სესხები გაკოტრების კანონის ნაწილი გახდეს, აშკარა კომპრომისია. 

მათთვის, ვინც სტუდენტური სესხის გაუქმებას ემხრობა, გაკოტრების კანონის შეცვლა სწორედ ამას გააკეთებს. ყოფილი სტუდენტები შეძლებენ გათავისუფლდნენ არა მხოლოდ $10,000 ან $50,000 დოლარით, მათი მთელი დავალიანებისგანაც.

მათთვის, ვინც ვალის გაუქმების წინააღმდეგია, გარკვეული კომფორტი იქნება იმაში, რომ გაკოტრების დაფიქსირებას თავისი ფასი აქვს და გაკოტრების გამოცხადება მსესხებლის საკრედიტო ანგარიშზე 7 ან 10 წლის განმავლობაში აისახება, რაც სხვა კრედიტის ხელმისაწვდომობა მკვეთრად შეამცირებს. 

ყველაზე კარგი ის არის, რომ როდესაც შემომავალ სტუდენტებს სესხები ენდომებათ, ბანკს ან მთავრობას მოუწევს რეალური შეფასების გაკეთება. რაც მათი დაფარვის შესაძლებლობის გათვალისწინებით შეზღუდავს სესხის ოდენობას.

მათ, ვინც ამტკიცებს, რომ ეს გეგმა თითქმის შეუძლებელს გახდის მუშათა კლასისა და ღარიბი სტუდენტებისათვის სტუდენტური სესხების მიღებას, მართალია, მაგრამ ამ პრობლემის გადაჭრის გზაც არსებობს.

სახელმწიფოს დიდი ხანია აქვს გადაფარვის პროგრამა მომავალი შემოსავლის საფუძველზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ყოფილი სტუდენტი იხდის შემოსავლის პროცენტს (ჩვეულებრივ 10%) გარკვეული პერიოდის განმავლობაში (ჩვეულებრივ, 10 წელი). ამ პროგრამის პრობლემა იმაშია, რომ მასში მოხვედრა აბსურდულად რთულია და მისი შენარჩუნებაც ამდენადვე, რადგან ყოველწლიურად ხელახლა მოპოვებაა საჭირო. ამ პროგრამებში ჩარიცხვის გამარტივება ბაიდენის ადმინისტრაციის პრიორიტეტი უნდა იყოს.

1965 წლის უმაღლესი განათლების კანონის თავდაპირველი იმპულსი კეთილშობილური იყო - მილიონობით ამერიკელისთვის, რომლებსაც კოლეჯში ჩაბარების სახსრები არ ჰქონდათ,  შესაძლებლობა მიეცათ, რომ კოლეჯის დიპლომი მიეღოთ. ორმოცდათხუთმეტი წლის შემდეგ, ისეთივე კეთილშობილურია სტუდენტებისათვის ამ ხარისხის მიღება სესხის გამანადგურებელი ტვირთის გარეშე გახდეს შესაძლებელი. გაკოტრების კანონი გზაა, რომლითაც შეგვიძლია აქამდე მისვლა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯო ნოსერა

 

https://mercury.bloomberg.com/news/QLFLCJT1UM1P