
აშშ-ის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ნიუ-იორკთან ახლოს მსოფლიოში უძველესი ტყე აღმოაჩინეს.
აშშ-ს ბინგჰემპტონის უნივერსიტეტისა და უელსის კარდიფის უნივერსიტეტის მეცნიერების გუნდი ნიუ-იორკის შტატში, ქალაქ კაიროში მდებარე ტყეს 2019 წლიდან იკვლევდნენ. ტყე სავარაუდოდ 400 კილომეტრის რადიუსზე იყო გაშენებული. მცენარეებისა და ხეების ნეშტის გამოკვლევებით კი დადგინდა, რომ ტყე ამ ადგილას 385 მილიონი წლის წინათ არსებობდა.
მსოფლიოში სხვა უძველეს ტყეებს შორის იაპონიაში იაკუშიმას და სამხრეთ ამერიკაში ამაზონის ტროპიკული ტყეებია.