
ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, რამდენიმე მისამართზე წაქცეულია ხეები, დამტვრეულია ხის ტოტები, დაზიანებულია ქალაქში არსებული სხვადასხვა ინფრასტრუქტურა და საახალწლო მორთულობები. წაქცეული ხეები რამდენიმე ავტომობილს დაეცა და დააზიანა.
მერიის განცხადების მიხედვით, ძლიერმა ქარმა განსაკუთრებით პრობლემები გლდანის რაიონში შექმნა. ასევე, თბილისში რამდენიმე კერძო სახლს სახურავები გადახადა.
ამავე განცხადებით, მოგლეჯილი ხეებისა და ხის ტოტების გატანას შპს „ეკოსერვისი“ ახორციელებს.
უამინდობისგან შექმნილი პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22.