
McDonald's რეტრო სტილის რესტორნების ქსელის CosMc's-ის გახსნას გეგმავს. ახალი ბრენდი ცივ და ცხელ სასმელებზე იქნება ორიენტირებული და Starbucks-ის სეგმენტში იმუშავებს.
რესტორნის პილოტი მიმდინარე თვეში ჩიკაგოს მახლობლად გაიხსნება. 2024 წლის ბოლომდე კომპანია ახალ რესტორანს 10 ლოკაციაზე გახსნის. ქსელის შემდგომი გაფართოების გადაწყვეტილებას კი კომპანია მოგვიანებით, ობიექტების წარმატების მიხედვით, მიიღებს.
ახალი ბრენდი "ნოსტალგიითაა შთაგონებული" და მისი სახელი უკავშირდება პერსონაჟ McDonaldland-ს, კოსმოსიდან ჩამოსულ უცხოპლანეტელს, რომელიც McDonald's-ის რეკლამაში 1980-იან წლებში გამოჩნდა.
კომპანიას უკვე აქვს McCafe ყავის ბრენდი, მაგრამ ახალი ქსელი მომხმარებლებს სასმელების უფრო დიდ არჩევანს სთავაზობს. ცნობილია, რომ რესტორანში გაიყიდება დესერტებიც.
ამავდროულად, სწრაფი კვების გიგანტი 2027 წლამდე გლობალურად დამატებით McDonald's-ის 10 000 ობიექტის გახსნას გეგმავს. მათი დიდი ნაწილი ჩინეთში გაიხსნება.
ამ გაფართოების შედეგად, McDonald's-ის რესტორნების რიცხვი დაახლოებით 50 000 გახდება.