LIVE

თებერვალში საქართველოს სასტუმროები გაძვირდა

19 მარ 202122:23
3 წუთის საკითხავი
clock clock 1389
თებერვალში საქართველოს სასტუმროები გაძვირდა

2021 წლის თებერვალში, გასული წლის თებერვალთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 9.8%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები 6.7%-ით გაძვირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროები - 15.1%-ით.

რაც შეეხება ფასების ცვლილებას თვიურ ჭრილში, ანუ იანვართან შედარებით, თებერვალში კლება 2.8% იყო. მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი შემცირდა 3.1%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები - 0.5%-ით.

PMCG Research-ი აღნიშნავს, რომ 2019 წლის თებერვალთან შედარებით სასტუმროების ფასი დაახლოებით 7%-ით შემცირებული რჩება.

სასტუმროების საშუალო ფასები 2021 წლის თებერვალში ასე გამოიყურება:

5-ვარსკვლავიანი - 345₾

4-ვარსკვლავიანი - 180₾

3-ვარსკვლავიანი - 126₾

საოჯახო ტიპის - 75₾

5-ვარსკვლავიანი სასტუმროს 2-ადგილიან ნომერში განთავსება ყველაზე ძვირი გურიაში ღირს - 464 ლარი შეადგინა. შემდეგია სამცხე-ჯავახეთი (433₾), თბილისი (428₾) და კახეთი (329₾).