LIVE

საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაცია მთავრობისგან დარგის სუბსიდირებას ითხოვს

27 სექ 202312:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 443
საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაცია მთავრობისგან დარგის სუბსიდირებას ითხოვს

საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაცია მთავრობას მიმართავს და დარგის სუბსიდირებას ითხოვს. მიზეზი დიდი ფინანსური ზარალი და ნარჩენების მართვის დაუმტკიცებელი რეგლამენტია.

როგორც საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციის ბორდის წევრი ანა ცხადაძე "ბიზნეს ფორმულასთან" ამბობს, საქართველოსნაირ ქვეყანაში დარგი ისედაც რთულად განვითარებაშია, არსებულ გაურკვეველ ვითარებაში კი პროცესები უფრო რთულდება.

"ეს დარგი ისედაც რთულად გასავითარებებელია, ჩვენ კი არანაირი ხელშერყობა არ გვაქვს. უდიდესი ფინანსური ზარალი გვაქვს, პარალელურად - წლებია ნარჩენების მართვის რეგლამენტის დამტკიცდება დროში იწელება. მხარეებს შორის ვერნაიარი შეთანხმება ვერ დგება და ასე დიდხანს ვერ გავუძლებთ. ამიტომ, ვფიქრობთ რომ მთავრობას მივმართოთ თხოვნით ჩვენი სექტორიც დაასუბსიდიროს (როგორც მაგალითად ღვინის ან სოფლის მეურნეობის სხვა სფეროების შემთხვევაში მოხდა). გადასახადების შემცირება ან დროიებით მაინც გაჩერება, ჩვენთვის დიდი დახმარება იქნებოდა", - ამბობს ანა ცხადაძე. 

რაც შეეხება ნარჩენების მართვის რეგლამენტს, წლებია რაც მთავრობასა და ბიზნესს შორის საკითხზე შეთანხმება ვერ შედგა. უფრო ზუსტად,  მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების 6 კანონქვემდებარე აქტიდან 2022 წლის 1 ივლისიდან 4 მათგანი ძალაში შევიდა- მათ შორისაა მეორადი საბურავების, ზეთების, ელექტრონული მოწყობილობებისა და აკუმულატორების შესახებ რეგლამენტები, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია ორი დოკუმენტის ბედი. ესენია: ე.წ. მეორეული ავტომობილები და მოცულობით ყველაზე დიდი შესაფუთი ნარჩენები. სწორედ ეს უკანასკნელი გახდა მოუგვარებელი პრობლემა, გამომდინარე იქიდან რომ თავის დროზე ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად შემუშავებულ და მიღებულ რეგლამენტში თბილისის მერიამ ცვლილებები შეიტანა. ამ ცვლილებებს კი კერძო სექტორის აბსოლუტური უმრავლესობა კატეგორიულად არ ეთანხმება. როგორც  შესაფუთი მასალების ნარჩენების მწარმოებლთა გაერთიანება ააიპ "ჯორჯია ფლასი"-ს თავმჯდომარე გივი კალანდაძე ამბობს, მთავარი სადავო საკითხია ის, რომ ნარჩენების შეგროვებაზე და შემდგომ მათ გატანაზე კერძო სექტორი ვალდებულია კონტრაქტი მხოლოდ და მხოლოდ თბილისის მერიასთან დადოს და არავისთან სხვასთან.

"თავის დროზე თბილისის მერიამ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების 6 კანონქვემდებარე აქტიდან მხოლოდ ერთადერთში, ანუ ნარჩენების შესახებ რეგლამენტში შეიტანა ცვლილებები. გამოდის, რომ ნარჩენების გადამუშავებაზე ერთადერთი კონტრაქტორი უნდა იყოს დედაქალაქის მერია და არავინ სხვა. ცხადია, ასეთი მოცემულობა ბიზნესისთვის მიუღებელია, რადგან იზრდება ხარჯები და ზოგადად თამაშის წესებსაც მხოლოდ მერია ადგენს. ევროკავშირის ქვეყნებში ასეთი მიდგომა არ მუშაობს და ზუსტად ამიტომ ვიბრძვით ჩვენც. თუ რეგლამენტში მიღებული ცვლილებები არ შეიცვლება, მაშინ ჩვენ უკან არ დავიხევთ და რეფორმა ჩავარდება", - აღნიშნავს გივი კალანდაძე.