LIVE

მიმდინარე კვირაში შრომის ინსპექცია კინო-თეატრების გახსნისთვის მზაობას შეაფასებს

15 მარ 202115:54
3 წუთის საკითხავი
clock clock 584
მიმდინარე კვირაში შრომის ინსპექცია კინო-თეატრების გახსნისთვის მზაობას შეაფასებს

მიმდინარე კვირაში კინო-თეატრების წარმომადგენლებსა და შრომის ინსპექციის სამსახურს შორის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს შრომის ისნპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა განუცხადა. ბექა ფერაძის ინფორმაციით, შეხვედრა უკვე დაგეგმილია. 

"მიმდინარე კვირაში დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა კინო-თეატრების მენეჯმენტთან. სექტორს ამ კვირაში შევხვდებით, წესები განსაზღვრულია და კიდევ ერთხელ შევაფასებთ, რამდენად არიან მზად ისინი, რომ დაიცვან რეკომენდაციები და ამის შემდეგ უწყებათაშორისი საბჭო იმსჯელებს კინო-თეატრების გახსნაზე“, განაცხადა ბექა ფერაძემ.

რაც შეეხება ღამის კლუბების გახსნას. ბექა ფერაძის ინფორმაციით, სასცენო ბიზნესის გახსნის ვადა ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის, რადგან მასშტაბური შეკრებები, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ჯერჯერობით აკრძალულია.