LIVE

ჯეფრი ეპშტეინის სახლი მანჰეტენზე $51 მილიონად გაიყიდა

12 მარ 202113:57
3 წუთის საკითხავი
clock clock 1046
ჯეფრი ეპშტეინის სახლი მანჰეტენზე $51 მილიონად გაიყიდა
Kevin Hagen/Getty Images

ჯეფრი ეპშტეინის მანჰეტენზე მდებარე სახლი $51 მილიონ დოლარად გაიყიდა დაუდგენელ პირზე. სახლის გაყიდვით მიღებული თანხა იმ ქალების საკომპენსაციო ფონდში გადაირიცხა, რომლებიც გარდაცვლილ ფინანსისტს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

ეპშტეინი, რომელსაც ბრალი წაუყენეს არასრულწლოვანთა სექს ტრეფიკინგის მუხლით, მანჰეტენის ციხის საკანში გარდაცვლილი იპოვეს 2019 წლის აგვისტოში. ოფიციალურ მიზეზად თვითმკვლელობა დადგინდა. მისი დიდი ხნის პარტნიორი, გისლენ მაქსველი, ასევე დააპატიმრეს ივლისში ეფშტეინის მსხვერპლების შეტყუებასა და მათზე ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით. მაქსველი დანაშაულს არ აღიარებს.

 

სახლი 71-ე ქუჩაზე, სადაც აშშ-ს საგამოძიებო უწყების თანახმად,  შიშველი ან ნაწილობრივ ჩაცმული გოგონების ასობით ფოტო აღმოაჩინეს, ამ კვირაში გაიყიდა.

მომჩივან ქალთა ჯგუფის ადვოკატი ამბობს, რომ ეპშტეინის ქონება, რომელიც გასულ წელს $600 მილიონად ფასობდა, წელს $200 მილიონამდე დაეცა. დაცვის მხარეს სურდა ეპშტეინის აქტივების გაყინვა ვირჯინიის კუნძულებზე, რათა თანხა საკმარისი ყოფილიყო მსხვერპლების კომპენსაციებისთვის, თუმცა ადგილობრივმა მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.  

საკომპენსაციო ფონდმა უკვე 55 მილიონ დოლარზე მეტი გადაუხადა მინიმუმ 150 უფლებამოსილ ადრესატს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პიტერ ჯეფრი და პატრიცია ჰურტადო