
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 78 ხმით, "ელექტრონული კომერციის შესახებ" კანონი მიიღო.
უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე არ არსებობდა საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ელექტრონულ კომერციას დაარეგულირებდა. ახალი კანონით კი გაიწერა ელექტრონული კომერციის მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობა და ამ მომსახურების გამწევი პირების პასუხისმგებლობა, მათი საქმიანობა, უფლება და მოვალეობები.
რეფორმის მიმადინარეობას ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი პროექტ რეფორმეტრის ფარგლებში აფასებდა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მხოლოდ კანონის მიღება საკმარისი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება, აუცილებელია, რომ კერძო სექტორში გაიზარდოს ელ- კომერციის გამოყენება და ნდობა მომხმარებლების მხრიდან ქართული ვებ-გვერდების მიმართ.
ISET-ის თანახმად, ადგილობრივი ელექტრონული კომერციის წილი ჯამურ ონლაინ შესყიდვებში 24%, ხოლო საცალო გაყიდვებში 1.1%-ია. მოვაჭრეთა წილი უფრო მაღალია ქალაქის მაცხოვრებლებში - 29%, ხოლო სოფლის მოსახლეობაში 14%-ს შეადგენს. შედარებისთვის, ევროკავშირის ქვეყნების ანალოგიური მაჩვენებელი საშუალოდ 12%-ია.
ცნობისთვის, საკანონმდებლო ცვლილებებზე სექტორი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობა. "ელექტრონული კომერციის შესახებ" კანონის მიღებას კი ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ავალდებულებს. კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანო "კონკურენციის ეროვნული სააგენტო" იქნება.