
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, 6 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.36 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6173 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 0.31 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7992 ლარი გახდა.
აღნიშნული კურსები ძალაში 7 ივნისის ჩათვლით იქნება.