LIVE

ეროვნულმა ბანკმა „რიკო ექსპრესი“ 70 000 ლარით დააჯარიმა

03 მაი 202315:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 772
ეროვნულმა ბანკმა „რიკო ექსპრესი“ 70 000 ლარით დააჯარიმა

ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესი“ 70 000 ლარით დააჯარიმა.

სებ-ის გადაწყვეტილებით, „რიკო“ რამდენიმე დარღვევის გამო დაჯარიმდა, ერთ-ერთი კი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის დანერგილი ელექტრონული სისტემის მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირებაა.

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემის მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირების გამო - ჯამში დაჯარიმდა 20 000 ლარის ოდენობით.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ შემმოწმებელთა ჯგუფისათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის შემოწმების ვადის დასრულებამდე წარუდგენლობის 1 შემთხვევის გამო - ჯამში 5 000 ლარის ოდენობით.

13 კლიენტთან მიმართებაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არ განუხორციელებია კანონმდებლობის შესაბამისად გარიგების ან/და ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის შესწავლა, რისთვისაც ის დაჯარიმდა 3 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ 39 000 ლარი.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ შემმოწმებელთა ჯგუფისათვის ინფორმაციის ვადის გადაცილებით და არასწორად წარდგენის 2 ფაქტის გამო - ჯამში 4 000 ლარის ოდენობით.

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 31 მაისის №61/04 ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული ანგარიშგებებით საქართველოს ეროვნული ბანკისათვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 2 შემთხვევის გამო - ჯამში 2 000 ლარის ოდენობით“, -  აცხადებენ ეროვნულ ბანკში.