
სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების 37 მოქმედი თანამდებობის პირიდან 2022-2023 წლებში დეკლარაცია 7-მა ხარვეზებით შეავსო, მათგან 1 რწმუნებულია, 6 კი რწმუნებულის მოადგილე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) კვლევის თანახმად, 7-დან 1-მა თანამდებობის პირმა კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირს არ გადასცა. თანამდებობის 4 პირს არ აქვს დეკლარირებული საკუთარი ან ოჯახის წევრის წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანია. 3 შემთხვევაში კი თანამდებობის პირებმა დეკლარაციაში არ მიუთითეს მისი ან ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
TI-ს განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია საგადასახადო საიდუმლოებაა.
თანამდებობის პირები, რომლებმაც 2022-2023 წებში დეკლარაციები არასწორად შეავსეს:
- ლევან სანიკიძე - იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე;
- ქრისტინე კობახიძე - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე;
- ლუდუკ ხასია - სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე;
- გიორგი კაპანაძე - მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე;
- მიხეილ შაყულაშვილი - სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში;
- ზურაბ ხაჩიძე - სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე;
- შოთა როსტიაშვილი - სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე.