LIVE

საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდა

01 მარ 202116:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 464
საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდა

სამ თვიანი შეჩერების შემდეგ, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აღდგა, თუმცა ამ დრომდე მოქმედი შეზღუდვები სატრანსპორტო კომპანიებისთვის დამატებით პრობლემებს ქმნის, რაც ნეგატიურად აისახება ფასებზე.

მგზავრთა გადაყვანა დასავლეთის მიმართულებებზე 3 - 5 ლარით არის გაძვირებული, ხოლო შედარებით ახლო მიმართულებებზე ჯერ-ჯერობით ძველი ფასები ნარჩუნდება.

სატრანსპორტო კომპანიები ფასების გაზრდას საწვავის გაძვირებას და კომენდანტის საათს უკავშირებენ, რომელიც მკვეთრად ამცირებს მათ სამუშაო საათებს და პირდაპირ აისახება, როგორც მგზავრთა რაოდენობაზე, ისე  შემოსავლებზე. შემცირებული შემოსავლის კომპენსირებას მძღოლები გაზრდილი ტარიფით ცდილობენ. 

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი სპეციალური წესების დაცვით მოძრაობს: სატრანსპორტო კომპანიები იძულებულები არიან ახლა იმაზე ნაკლებ მგზავრს მოემსახურონ, ვიდრე ჩვეულებრივ ემსახურებოდნენ; გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა ისევ აკრძალულია; შაბათ-კვირის შეზღუდვები საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე არ ვრცელდება.