LIVE

ნიუ-იორკის მეტროთი დღეში 4 მილიონმა ადამიანმა იმგზავრა

23 აპრ 202311:09
3 წუთის საკითხავი
clock clock 407
ნიუ-იორკის მეტროთი დღეში 4 მილიონმა ადამიანმა იმგზავრა

გასულ ხუთშაბათს ნიუ-იორკის მეტროთი 4 მილიონმა ადამიანმა იმგზავრა, რაც 2020 წელს დაწყებული პანდემიის შემდეგ მგზავრთა ყველაზე მაღალი დღიური  მაჩვენებელია. 

ნიუ-იორკის გუბერნატორის, ქეით ჰოჩულის, პარასკევს გაკეთებული განცხადების თანახმად, 2020 წლის მარტში 90%-ით შემცირდა მეტროს გამოყენება; ხოლო პანდემიის შემდგომ პერიოდში ამ კვირას დაფიქსირებული რაოდენობა რეკორდულია. მიუხედავად ამისა, ეს მაინც დაბალი მაჩვენებელია ადამიანთა იმ საშუალო რაოდენობაზე - დაახლოებით 5.5 მილიონზე - რომელიც ნიუ-იორკის მეტროს პანდემიამდელ პერიოდში მოიხმარდა ყოველდღიურად. 

გუბერნატორის განცხადებით, ბოლოს მეტროს დღეში 4 მილიონზე მეტი მგზავრი 2020 წლის 12 მარტს ჰყავდა. მისივე თქმით, მეტრო ნიუ-იორკის სასიცოცხლო სისხლძარღვია, რომლის გაუმჯობესებისათვის ქალაქმა თავის დროზე უდიდესი ინვესტიციები გაიღო.