
საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში პენსიას 808 326 მოქალაქე იღებდა. მათი დიდი ნაწილი, 71.3% ქალი იყო, ხოლო 28.7% - კაცი.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ ასაკობრივი პენსიის მიმღებთა რაოდენობა ერთ წელში 14 575-ით გაიზარდა.
2022 წელს პენსიის მიმღებთა 29.9% თბილისში იყო ჩაწერილი, 16% - იმერეთში, 10.6% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9.8% - ქვემო ქართლში, 8.8% - კახეთში, დანარჩენ რეგიონებზე კი ჯამში მოქალაქეების 24.9% მოდიოდა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ასაკობრივი პენსია გაიზარდა. კერძოდ, 40 ლარით, 300 ლარამდეა გაზრდილი 70 წლამდე პირთა პენსია, 70 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის კი 65 ლარით, 365 ლარამდე.