LIVE

დედამიწის შიდა ბირთვმა შესაძლოა ბრუნვის მიმართულება შეიცვალა - კვლევა

26 იან 202314:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 3433
დედამიწის შიდა ბირთვმა შესაძლოა ბრუნვის მიმართულება შეიცვალა - კვლევა

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დედამიწის შიდა ბირთვი შესაძლოა გაჩერდა და ბრუნვის მიმართულება შეიცვალა. 

ჩვენი პლანეტის ბირთვი თხევადი ლითონის გარე ფენისა და მყარი ლითონის შიდა ბირთვისგან შედგება. მყარი შიდა ბირთვი დედამიწის ქერქიდან დაახლოებით 3200 მილის დაშორებით მდებარეობს. ფაქტი, რომ ის ნახევრად მყარი მანტიისგან თხევადი გარე ბირთვით არის გამოყოფილი, შიდა ბირთვს საშუალებას აძლევს დედამიწისგან განსხვავებული სიჩქარით იბრუნოს. 

პეკინის უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ გასული 60 წლის სეისმური ტალღების მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ ბირთვის ბრუნვა დაახლოებით 2009 წელს შეჩერდა და შემდეგ ბრუნვა საპირისპირო მიმართულებით დაიწყო.

"ვფიქრობთ, რომ ბირთვი ბრუნავს ჯერ ერთი მიმართულებით და შემდეგ მეორე მიმართულებით, როგორც საქანელა", - ამბობენ  კვლევის ავტორები და განმარტავენ, რომ ორივე მიმართულებით ბრუნვის სრული ციკლი 70 წელი გრძელდება.

მკვლევრების აზრით, ბოლო როტაციის ცვლილება 1970-იანი წლების დასაწყისში უნდა მომხდარიყო, შემდეგი კი 2040-იანი წლების შუა პერიოდშია მოსალოდნელი.