LIVE

10 ყველაზე გამძლე ავტომობილს შორის 6 Toyota-ს მარკისაა

11 დეკ 202212:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1690
10 ყველაზე გამძლე ავტომობილს შორის 6 Toyota-ს მარკისაა

ახალი მანქანები სულ უფრო ძვირდება, მაგრამ ძველ ავტომობილებთან შედარებით ისინი უფრო გამძლეცაა, რაც მათი გამოყენების გაზრდილ ხანგრძლივობაში გამოიხატება. 

აღსანიშნავია, რომ ახალი მანქანების ტრანზაქციის საშუალო ფასმა ნოემბერში ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია და $45 872 შეადგინა. J.D. Power-ისა და LMC Automotive-ის ერთობლივი პროგნოზის მიხედვით კი, ავტომობილების საშუალო ასაკიც ასევე რეკორდულად გაიზარდა და 12.2 წელს მიაღწია. არადა, ათი წლის წინ ახალი მანქანის საშუალო ასაკი 11 წელზე ცოტა მეტი იყო. 2002 წელს კი, დაახლოებით 9.6 წელი. ახალი მანქანების სიცოცხლისუნარიანობის გაზრდის მიზეზი ტექნოლოგიური განვითარებაა.

რაც შეეხება რეიტინგს, ყველაზე გამძლე ახალი მანქანების ათეული ასე გამოიყურება: პირველ ადგილზეა Toyota Sequoia, რომელსაც 300 მილის გავლა შეუძლია. მეორე ადგილს იკავებს Toyota Land Cruiser, ხოლო მესამე ადგილზეა Chevrolet Suburban. აღსანიშნავია, რომ TOP 10-ეულში 6 Toyota-ს ავტომობილია:

  1. Toyota Sequoia296,509.00
  2. Toyota Land Cruiser280,236.00
  3. Chevrolet Suburban265,732.00
  4. Toyota Tundra256,022.00
  5. GMC Yukon XL252,360.00
  6. Toyota Prius250,601.00
  7. Chevrolet Tahoe250,338.00
  8. Honda Ridgeline248,669.00
  9. Toyota Avalon245,710.00
  10. Toyota Highlander Hybrid244,994.0

როგორც ზოგადი წესი, მძღოლების უმეტესობა მიიჩნევს, რომ 200 000 მილი მანქანის გამოყენების ხანგრძლივობის ზედა ზღვარია, თუმცა ზოგიერთ მოდელს აშკარად ბევრად უფრო შორს მოგზაურობის პოტენციალი აქვს.